“სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობა”

2017 წლის ივლისიდან ადამაიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობას, უსალკაროთა პრობლემატიკის აქტუალიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება:

  1. საცხოვრისის უფლებრივი სტანდარტებისა და არსებული პოლიტიკის მოწყვლად ჯგუფებზე გავლენის შესწავლა;
  2. საცხოვრისის უფლების ადვოკატირება და პრობლემის ხილვადობის გაზრდა, საკითხის ცენტრალური ხელისუფლების მიერ აღიარების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამი კვლევითი დოკუმენტი შემდეგ საკითხებზე: 1. საცხოვრებლის უფლებრივი სტანდარტებისა და არსებული პოლიტიკის მოწყვლად ჯგუფებზე გავლენის შესწავლა; 2. საცხოვრისის უფლების შინაარსისა და უფლებრივი სტანდარტის შესწავლა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით; 3. გამოსახლების წესისა და პროცედურის ანალიზი და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართების შეფასება;

პროექტი ასევე გულისხმობს სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სტრატეგიული სამართალწარმოება საცხოვრისის უფლების რეალიზების საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელშეწყობით.

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2017 – მარტი 2018;
პროექტის ბიუჯეტი: 24,961 $.