“ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმის მონიტორინგი“

2017 წლის ივლისიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 4 სხვა  პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცისთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგსა და შემდგომი პერიოდის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას. ამ მიზნით EMC ორ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელსაც აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” უჭერს მხარს.

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო”-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმის მონიტორინგს ბავშვთა, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით. პროექტი ასევე მოიცავს დასახელებული საკითხებთან კავშირში მოქმედი სხვა დოკუმენტების მონიტორინგს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში EMC განახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული გეგმის მონიტორინგს. პროექტის თანაპარტნიორები არიან ორგანიზაციები „საფარი“ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). პროექტის კოორდინაციას EMC ახორციელებს.

აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგს შემდეგი მიმართულებებით: გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ეროვნული/ეთნიკური უმცირესოებების უფლებები, რელიგიური უმცირესობებების და ლგბტი პირთა უფლებები. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მონიტორინგს.

პროექტის ფარგლებში EMC მონიტორინგს გაუწევს ეროვნული/ეთნიკური უმცირესოებებისა და  რელიგიური უმცირესებების უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების პროცესს. ამ პროექტში EMC ქალთა ინიციატივების მხარდამჭერის ჯგუფის (WISG) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) პარტნიორი ორგანიზაციაა.  პროექტის კოორდინაციას WISG ახორციელებს.

პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები, გარდა ადამიანის უფლებათა 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმებისა და სხვა ეროვნული გეგმების მონიტორინგისა, ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი წლების სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში. პროექტი ასევე მოიცავს სამუშაო შეხვედრებს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობას, საჯარო ღონისძიებებს საქართველოს მთავრობის, შესაბამისი სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით.

პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი 2017 – აგვისტო 2018;

ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო“-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის საერთო ბიუჯეტი: 48,401 $
აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მიერ მხარდაჭერი პროექტის საერთო ბიუჯეტი: 49,174 $