რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების მიმოხილვა

წინამდებარე მიმოხილვაში თავმოყრილია საქმეები, რომლებსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აწარმოებს თანასწორობის მიმართულებით. დოკუმენტში მიმოხილული საქმეები, ძირითადად უკავშირდება, 2016 წელს და 2017 წლის პირველ ნახევარში, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, ასევე, განსხვავებული შეხედულების გამო, დისკრიმინაციისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიური მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტებს. ბოლო პერიოდში, აღნიშნული საქმეები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ყველაზე მნიშვნელოვან, სიმპტომატურ ფაქტებს მოიცავს და იძლევა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისა და ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

საანგარიშო პერიოდში, EMC აწარმოებდა ორ მნიშვნელოვან დავას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის (#117) დადგენილების საფუძველზე, ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების დისკრიმინაციულობას, ასევე, ბიუჯეტის შესახებ კანონით საპატრიარქოს არასეკულარული დაფინანსების პრაქტიკას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც პირველ საქმეზე სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად ცნო, EMC-იმ განაახლა სარჩელზე მუშაობა და მას განახლებული მოთხოვნებითა და რელიგიური ორგანიზაციების უფრო ფართე წრის სახელით წარადგენს. საპატრიარქოს დაფინანსების საკითხზე საქმის წარმოება კი სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანგარიში შეგიძლიათ გადმოწეროთ შემდეგ ბმულზე ან წაიკითხოთ ონლაინ.