წესდება

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”

 

წესდება

2012 წ.

მუხლი 1.

ზოგადი დებულებები

1.1. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  დაფუძნდა განუსაზღვრელი ვადით და წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.4 ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”-ს  იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ნინოშვილი ქუჩა #44. ლიტერ ”ა”

1.5. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.    ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”-ს  პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”-ს  ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  საკუთარი წევრების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

მუხლი 2

ტერმინთა განმარტება

2.1. წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ცენტრი _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”;

ბ) დამფუძნებელი _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ს” დამფუძნებელი;

გ) თავმჯდომარე _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ს” თავმჯდომარე;

ე) საერთ კრება _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)-ს” საერთო კრება.

მუხლი 3.

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”-ს მიზნები და ამოცანები:

3.1. ცენტრის მიზნები და ამოცანებია:

ა) ადამიანის უფლებების დაცვა შემდეგი საშუალებებით:

  • პოპულარიაზაცია;
  • დოკუმენტირება;
  • ადვოკატრიება.

მუხლი 4.

საქმიანობის ფორმები

4.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად, ცენტრი:

ა) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან;

ბ) ადვოკატირებას უწევს ადამიანის უფლებების რეალიზაციას, ახდენს ადამიანის უფლებების მდგომაროების დოკუმენტირებას;

გ) ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას;

დ) უფლება აქვს განახორციელოს სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 5

წევრობა

5.1. ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს ცენტრის მიზნებს

5.2. წევრობის მსურველმა ცენტრის თამჯდომარეს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება ცენტში გაწევრიანების თაობაზე. პირის წევრად მიღების საკითხს წყვეტს ცცენტრის თავმჯდომარე განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში.

5.5. წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

გ) გარდაცვალებისას;

დ) საერთო კრების მიერ ცენტრიდან გარიცხვის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

5.6. წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს ცენტრის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, ცენტრის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, ცენტრის წესდების მიზნების საწინააღმდეგო ქმედებას, საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება გაირიცხოს ცენტრიდან.

5.7. ცენტრის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ინფორმაცია ცენტრის საქმიანობის შესახებ;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში;

გ) დადგენილი წესით ისარგებლოს ცენტრის კუთვნილი ქონებით;

დ) თავმჯდომარეს წარუდგინოს მოსაზრებები ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.

5.8. ცენტრის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ცენტრის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) გაუფრთხილდეს ცენტრის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

გ) გადაიხადოს საწევრო შენატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.

მუხლი 6

ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოები, ორგანიზაციული სტრუქტურა.

6.1. ცენტრის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება.

6.2. გაერთიანების ხელმძღვანელი ორგანოებია:

ა) თავმჯდომარე;

გ) საერთო კრება;

დ) დამფუძნებელი.

მუხლი 7

თავმჯდომარე;

7.1. თავმჯდომარეს საერთო კრება ირჩევს ერთი წლის ვადით.

7.2 ცენტრის თავმჯდომარე: გიორგი ნონიაშვილი, პირადი #01030036897, დაბადების თარიღი: 07.11.1992, მისამართი: .თბილისი ნინოშვილის #44    (g.noniashvili@gmail.com)

7.3. თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი:

ა) გამოსცემს ბრძანებებს და მითითებებს, რომლებიც არ სცდებიან ცენტრის კომპეტენციას;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;

გ) ერთპიროვნულად წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ) განკარგავს ცენტრის ფინანსებს;

ე) აუცილებლობის შემთხვევაში უფლება აქვს მოიწვიოს საერთო კრების რიგგარეშე სხდომა;

ვ) აღასრულებს საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ზ) თავმჯდომარეს შეუძლია ცენტრის სახელით გააკეთოს საჯარო განცხადებები, რაც წარმოადგენს ცენტრის  ოფიციალური პოზიციას;

თ) იღებს ცენტრის შინაგანაწესს;

ი) ცვლილება შეაქვს ცენტრის შინაგანაწესში;

კ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას;

ლ) უფლებამოსილია ცენტრის სახელით გახსნას და დახუროს საბანკო ანგარიშები;

მ) თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;

7.4. თავმჯდომრის თანამდებობაზე ერთი და იგივე კანდიდატურის ხელმეორედ არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით.

7.5. თავმჯდომარე არის ცენტრის წევრი.

7.6. თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

გ) გარდაცვალებისას;

დ) უფლებამოსილების ვადის გასვლით;

ე) საერთო კრების მიერ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით.

მუხლი 9

საერთო კრება.

9.1. საერთო კრება ცენტრის უმაღლესი ორგანოა, კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც, კრებას იწვევს თავმჯდომარე.

9.2. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ცენტრის წევრთა 1/10 ის  წერილობითი მოთხოვნით შეიძლება მოწვეული იქნას ცენტრის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება.

9.3. საერთო კრებაში მონაწილეობას ღებულობენ ცენტრის წევრები.

9.4. საერთო კრება გადაწყვეტილებისუნარიანია თუ მას ესწრება ცენტრის წევრთა ნახევარზე მეტი (50+1)%;

9.5. ცენტრის წევრთა საერთო კრება მოიწვევა თავმჯდომარის მიერ, ცენტრის ყველა წევრის მისამართით ორი კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით.

9.6. საერთო კრება გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უბრალო უმრავლესობით. წესდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრეთა ხმების 2/3 ის უმრავლესობა, ხოლო ცენტრის მიზნის შეცვლისათვის ყველა წევრის 4/5 ის უმრავლესობა.

9.6. საერთო კრების კომპეტენცია:

საერთო კრება უფლებამოსილია:

ბ) აირჩიოს ცენტრის თავმჯდომარე;

გ) ვადაზე ადრე შეუწყვიტოს უფლებამოსილება თავმჯდომარეს;

დ) შეიტანოს ცვლილებები ცენტრის წესდებაში;

ე) დაამტკიცოს წამოყენებული კანდიდატურები თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ვ) დაამტკიცოს ცენტრის ბიუჯეტი;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომელიც ცენტრის წესდებით არც ერთი ორგანოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება.

9.7. ცენტრის იმ წევრთა წერილობით გაგზავნილი ხმები, რომლებიც არ ესწრებიან საერთო კრებას, უთანაბრდება კრებაზე დამსწრეთა ხმებს.

10. დამფუძნებელი.

10.1. ცენტრის დამფუძნებელია: გიორგი ნონიაშვილი, პირადი #01030036897   (g.noniashvili@gmail.com), დაბადების თარიღი: 07.11.1992წ, მისამართი: ქ.თბილისი; ნინოშვილის #44

10.2. დამფუძნებლის უფლება-მოვალეობები:

დამფუძნებელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ცენტრის წესდება;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ცენტრის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ახორციელებს გაერთიანების ლიკვიდაციას და რეორგანიზაციას ან ნიშნავს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

მუხლი 11

ქონება

11.1. ცენტრის ქონება იქმნება წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან;

11.2. ცენტრის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

მუხლი 12

ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

12.1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დამფუძნებლის გადაწყვეტილებით;

ბ) მიზნების მიღწევის შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

12..2. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს დამფუძნებელის გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 13

დასკვნითი დებულებები:

13.1.    წინამდებარე წესდება ძალაში შედის დამფუძნებლის მიერ მისი ხელმოწერისთანავე.

13.2.    თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

13.3.    ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

დამფუძნებელი

გიორგი ნონიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s