მისია

(for English version, please, scroll down)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (Human Rights Education and Monitoring Center – EMC) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანის უფლებების აქტივისტებს.

ჩვენ გვინდა სოლიდარული საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც ადამიანი, თავისუფლება და თანასწორობა უმთავრესი ფასეულობებია.

ჩვენ გვჯერა, რომ:

• ადამიანის უფლებები საჯარო პოლიტიკის წარმოების უმთავრესი საფუძველია;
• ადამიანის უფლებების დაცვა არა პროფესიული საქმიანობა, არამედ ყველას პასუხისმგებლობაა;
• ადამიანის უფლებებს აქვს შემაკავშირებელი ძალა და წარმოშობს სოლიდარობას, რაც თავისთავად ფასეულობაა;
• ადამიანის უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა თავად უფლების მატარებელთა მონაწილეობით უნდა ხდებოდეს;
• სახელმწიფოს აქვს სოციალური ფუნქცია და იგი უნდა ემსახურებოდეს უმთავრეს მიზანს, ადამიანთა კეთილდღეობას.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი პრინციპებით:

• სისტემურად ვმუშაობთ პრიორიტეტულ საკითხებზე, მაგრამ იმავდროულად ვერთვებით სხვა მიმდინარე მწვავე საზოგადოებრივ პროცესებში;
• საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში აქტიურად ვაყენებთ დაფარულ პრობლემებს;
• ვართ ღია ყველა თანამოაზრესთან ერთობლივი ქმედებისათვის, მთავარია იდეათა და ღირებულებათა თანხვედრა;
• ვართ დამოუკიდებლები და ვემიჯნებით პოლიტიკურ კონიუნქტურას;
• ვმუშაობთ მონაწილეობისა და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტით;
• მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ და შემოქმედებით ფორმებს ჩვენი იდეების გამოხატვისათვის;

ამ ხედვის რეალიზებისათვის ორგანიზაციის მისიაა ადამიანის უფლებების დასაცავად გააქტიუროს საზოგადოება, რასაც აკეთებს ადამიანის უფლებების სწავლებით, დოკუმენტირებითა და ადვოკატირებით.

EMC არ არის ტრადიციული ტიპის ორგანიზაცია. იგი წარმოადგენს ადამიანის უფლებების აქტივისტების ღია პლატფორმას. ეს არის ერთგვარი რესურსი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს, ვინც იზიარებს მის ღირებულებებს. არ არის აუცილებელი წევრობა, ან რაიმე სხვა ტიპის სახის ფორმალური კავშირი ორგანიზაციასთან; თუ პიროვნება თვლის, რომ მისი ღირებულებები ორგანიზაციის ხედვებს ემთხვევა, შეუძლია ჩაერთოს ორგანიზაციის აქტივობებში.

EMC განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შემდეგი ჯგუფების უფლებების დაცვას:

  •  სოციალურად დაუცველი მოქალაქეები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ლგბტ პირები;
  •  რელიგიური უმცირესობები;

ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით EMC ასევე ერთვება ქვეყანაში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში.

ორგანიზაციის მუშაობის მთავარი პროგრამული მიმართულებებია:

1. სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება

აღნიშნული მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  •  ადამიანის უფლებების აქტივისტების პლატფორმის განვითარება და ამ მიზნით აქტივისტების მოზიდვა, შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩართვა სამოქალაქო ინიციატივებში;
  • მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების განვითარება საკუთარი უფლებების დასაცავად;
  •  სოციალური არტის მეშვეობითა და სწავლებით ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებაში სოლიდარული განწყობების განვითარება;

2. ადამიანის უფლებების დარღვევათა დოკუმენტირება და ადვოკატირება

აღნიშნული მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  •  მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენა სამართლებრივი მექანიზმების მეშვეობით;
  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დოკუმენტირება;
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება.

3. ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობა

აღნიშნული მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • ინსტიტუციური სისტემების ეფექტურობისა და დემოკრატიულობის კვლევა;
  • ინსტიტუციური სისტემების განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადვოკატირება

 

 

Mission Statement

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) is a member-based organization which unites human rights activists from various professional backgrounds.

We strive to achieve a society where solidarity, human rights, freedom and equality are at the core.

We believe that:

  • Human rights should be the basic foundation of public policy;
  • Human rights protection is not just the concern of human rights defenders but the duty and responsibility of all ;
  • Human rights are a cohesive force that generates solidarity, which is in itself a value;
  • Human rights protection and ensuring must take place through direct participation of the right holders;
  • The state has a social function and should work towards its main goal – human well-being.

We are guided by the following principles:

  • We systematically work on our prioritized issues, but are also involved in other on-going acute social processes;
  • We actively put latent problems on the public policy agenda;
  • We are open to all associates for joint action as we believe the convergence of ideas and values is essential;
  • We are independent and distance ourselves from political parties;
  • We work by high standards of participation and transparency; and
  • We are in constant search of innovative and creative formats to express our ideas.

In order to realize our vision, we aim to activate society in protecting human rights protection through teaching, documenting and advocating human rights.

EMC is not a traditional organization and represents an open platform of and for human rights activists. Everyone who shares our declared values has the possibility to use this resource. Membership or any other type of affiliation is not required.  If a person believes that his/her views coincide with our values, this person can participate in our activities.

EMC pays special attention to the protection of the rights of the following groups:

  • Socially vulnerable persons;
  • Persons with disabilities;
  • LGBT persons; and
  • Religious minorities.

EMC is also involved in the development of ongoing institutional reforms and monitoring processes in the country to improve the human rights protection mechanisms.

Our main program directions are:

  1. Strengthening civic activism
  • Developing a human rights activists platform and attracting activists for this purpose, strengthening their capacities and their involvement in  civic initiatives;
  • Developing the capacity of vulnerable groups in protecting their rights; and
  • Developing societal attitudes of solidarity through social art and human rights education.
  1. Documenting human rights violations and advocating their protection
  • Restoring violated rights of the citizens through legal mechanisms;
  • Documenting the human rights conditions in Georgia; and
  • Promoting human rights-based public policy advocacy.
  1. Promoting institutional reforms
  • Researching the effectiveness and level of democracy of institutional systems; and
  • Formulating and advocating recommendations related to the development of institutional systems.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s