რეპრესია საზღვრებს მიღმა:აზერბაიჯანიდან დევნილი მოქალაქეები საქართველოში

      ბოლო პერიოდში აზერბაიჯანის მთავრობამ ყურადღება მიიპყრო სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებებით. 2014 წელი გამოირჩეოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციების დაშლის მზარდი ტენდენციით და ათობით უფლებადამცველის, აქტივისტისა და ჟურნალისტის დაკავებით. მართალია, ბევრი მათგანი შემდგომ გათავისუფლდა, თუმცა აზერბაიჯანის მთავრობა აგრძელებს, საჯარო სივრცის

The Coalition Criticizes the Independent Inspector Selection Competition for the Lack of Transparency

For many years questions have been raised with respect to the lack of judicial discipline cases despite obvious signs of violations allegedly committed by judges. Reasons can be sought in the general and unforeseeable nature of grounds for judicial discipline as established in the legislation and selective application of disciplining mechanisms by the High Council…

კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას

წლებია არსებობს კითხვები, თუ რატომ არ დგება დღის წესრიგში მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც აშკარად იკვეთება მათ მიერ სავარაუდო გადაცდომის ნიშნები. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მოსამართლეთა პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზოგადი და არაგანჭვრეტადი საფუძვლებია, ხოლო, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური მექანიზმების შერჩევითად გამოყენების პრაქტიკა. მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემისადმი ნდობის გაზრდის მიზნით და მოსამართლის სავარაუდო გადაცდომის ობიექტური…

ტოლერანტობის პოლიტიკური იდეის კრიტიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), როგორც თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას, სურს გამოეხმაუროს ტოლერანტობის კონცეფციის გარშემო საზოგადოებაში მიმდინარე საჯარო დისკუსიებს და თანასწორობის საკითხებზე მისი მუშაობის პოლიტიკური ხედვა განმარტოს. ჩვენი შეფასებით, უთანასწორობის პრობლემა, რომლის მოგვარების გზადაც ხშირად ტოლერანტობა სახელდება, მრავალშრიანი და პოლიტიკურია ხასიათისაა. რელიგიური, კულტურული,  ეთნიკური თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების ჩაგვრას არატოლერანტობის კონცეფცია ყოვლისმომცველად ვერ…

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაციის კამპანიის თაობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირები.

EMC responds to the threats of violence against LGBTQI activists Koba Bitsadze and Beka Gabadadze

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) responds to the threats of violence and death expressed via Facebook towards LGBTQI activists Koba Bitsadze and Beka Gabadadze by ultranationalist groups and calls on the State for effective positive measures and relevant protection of victims.

EMC ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხმაურება

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) დაბა  ხარაგაულში მცხოვრები ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის ინტერესებს გამოძიების პროცესში EMC-ის წარმომადგენლები იცავენ.

EMC: ლგბტქი აქტივისტების კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ძალადობაზე მუქარის ფაქტებს ეხმიანება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლგბტქი აქტივისტების, კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ფეისბუქში განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს და სახელმწიფოს ეფექტიანი პოზიტიური ღონისძიებებისა და დაზარალებული პირების სათანდო დაცვისკენ მოუწოდებს.

EMC ჩხრეკის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. სარჩელი შეტანილია მოქალაქე გიორგი ქებურიას სახელით, რომელიც “ბირჟა მაფიის“ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულია. საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას…

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე, მომხდარ ფაქტს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოქალაქის დაკავებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს და ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვერსიაზე ან სამართალდამცავების ბრალეულობაზე საუბარი. ამავდროულად, საქმის გამოძიების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შევაფასოთ…

კვლევა►დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება თანასწორობის შუქზე

დედობის, მამობის და მშობლის შვებულების საკითხის რეგულირება და ორივე მშობლის მიერ თანასწორად სარგებლობა, როგორც ნორმატიულ, ასევე, პრაქტიკულ დონეზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში. შვებულების უფლების საკითხის განსაზღვრისას, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო სათანადოდ ვერ

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად განიხილავს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს. ამ დროისათვის საბჭოში უკვე დასრულდა იმ 38 მოსამართლესთან გასაუბრების ეტაპი, რომელთაც უვადოდ გამწესების შესახებ გააკეთეს განაცხადი

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.