non-governmental organizations based in Georgia address an open letter to the Vice-President of the United States

Dear Vice President Pence, We, the undersigned, the representatives of Georgian civil society organizations would like to address you ahead of your visit to Georgia, to point out outstanding issues we see most important for the democratic development and statecraft in Georgia as well as for the security and stability in the region. Let us…

არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

პატივცემულო ვიცე პრეზიდენტო,                 ბატონო პენს, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველ რიგში გვსურს…

სახელმწიფომ ეფექტურად უნდა გამოიძიოს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარა სოციალურ სივრცეში

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ჯგუფური გაუპატიურების და არასათანადო მოპყრობის მუქარა მოჰყვა გაეროში ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მოსაზრებებს 2017 წლის 14 ივლისს თბილისში ჩატარებულ…

“ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო გეგმის მონიტორინგი“

2017 წლის ივლისიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 4 სხვა  პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაცისთან ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგსა და შემდგომი პერიოდის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობას. ამ მიზნით EMC ორ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელსაც აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის…

“სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობა”

2017 წლის ივლისიდან ადამაიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის ხელშეწყობას, უსალკაროთა პრობლემატიკის აქტუალიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გზით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები ორი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საცხოვრისის უფლებრივი სტანდარტებისა და არსებული პოლიტიკის მოწყვლად ჯგუფებზე გავლენის შესწავლა; საცხოვრისის უფლების ადვოკატირება და პრობლემის ხილვადობის გაზრდა, საკითხის ცენტრალური…

ვიდეო▶ აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების პრობლემები საქართველოში

EMC-სა და ნეტგაზეთის ერთობლივი ვიდეო,სადაც საქართველოში მცხოვრები, აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტები და აქტივისტები იმ პრობლემებზე ყვებიან, რაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებისას ექმნებათ.

თეონა ბერიძის არჩევანი

ავტორი: დათო ფარულავა 18 წლის მუსლიმი გოგონა არჩევნის წინაშეა – სთხოვენ, თავსაფარი მოიხსნას, რომელიც ნებაყოფლობით დაიფარა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ატაროს. ან თავსაფარი უნდა მოიხსნას, ან გააპროტესტოს. ამ არჩევნის წინაშე დადგა მეთორმეტეკლასელი თეონა ბერიძე, როცა ბათუმიდან მოხის საჯარო სკოლაში გადასვლა გადაწყვიტა. დირექტორის კაბინეტიდან გამოსულს გადაწყვეტილების მისაღებად ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია –  მოხელი მოსწავლეების პროტესტი და…

“საგამოძიებო სისტემის რეფორმა სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შესაქმნელად”

2017 წლის 1 ივნისიდან EMC ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც არის საგამოძიებო სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება კოალიციაში “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოქმედი სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში საგამოძიებო და საპროკურორო ზედამხედველობის სისტემის დახვეწა. პარტნიორ ორგანიზაციასთან და პროექტში ჩართულ ადგილობრივ…

“უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”

2017 წლის მაისიდან EMC პარტნიორ ორგანიზასთან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” ერთად ახორციელებს პროექტს “უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე მოდელის შექმნის ადვოკატირება”.  პროექტის მიზანია ანგარიშვალდებული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დაბალანსებული და თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირება, რომელიც საერთაშორისოდ დამკვიდრებული კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში ეფექტურად განახორციელებს უფლებამოსილებებს. 2015 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა,…

რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის პრობლემები საჯარო სკოლებში

საჯარო სკოლებში სეკულარული და თანასწორი გარემოს შექმნა ზოგადი განათლების სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადეკვატურ, მატერიალურ გარანტიებს აწესებს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის დასაცავად, სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანია. ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ დისკრიმინაციის ფაქტებს კი სისტემური ხასიათი აქვს. ამაზე მიუთითებს ბოლო დროს გამოქვეყნებული არა ერთი კვლევა თუ ანგარიში…

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფემიციდის დანაშულებზე სამართლიანი მართლმსაჯულება

„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფემიციდის (ქალის მკვლელობა გენდერის ნიშნით) შემთხვევას, რომელზეც მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა. კოალიციას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და სასამართლო ორგანოებმა ფუნდამენტურად  უნდა შეცვალონ გენდერული დანაშაულების მიმართ მიდგომა მათი ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით. 2017 წლის 15 იანვარს თელავის  რაიონის სოფელ შალაურში გივი გულიაშვილმა მეუღლეს – ოლგა შიშკინას – ბენზინი გადაასხა…

The Review of the Cases of Azerbaijani Journalists and Activists

The present document studies cases of the journalists residing in Georgia who were pursued from Azerbaijan for being critical of the Aliyev government as well as the cases of representatives of nonprofit organizations and opposition political parties relating to refusal of granting the refugee status and residence permits, facts of their alleged harassment and persecution…

EMC-ს შეფასება: როგორ აისახა სოციალური უფლებების დამცავი გარანტიები განახლებულ კონსტიტუციაში

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს 2017 წლის ჯერ კიდევ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას სოციალური უფლებების კუთხით. ამ ეტაპისათვის საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რაც მისი საბოლოო ტექსტის სახით შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, სოციალური უფლებების დაცვის გარანტიების გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული კომისიის წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა…

აზერბაიჯანელი ჟურნალისტების და აქტივისტების საქმეების მიმოხილვა

წინამდებარე დოკუმენტში შესწავლილია საქართველოში მყოფი, ალიევის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და ამის გამო აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საქმეები, რომელიც საქართველოში ლტოლვილის სტატუსის და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მათი სავარაუდო შევიწროებისა და დევნის ფაქტებს უკავშირდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა მთლიანობაში 8 პირის საქმე.ამ…