სახელმწიფო ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ: სამოქმედო გეგმის ანალიზი და ნეოკოლონიური მმართველობის კრიტიკა ფემინისტური პოზიციიდან

სამოქმედო გეგმის, როგორც პოლიტიკის დოკუმენტის, კითხვა საჭიროა, რადგან ის სოციალურ ცხოვრებას მრავალი კუთხით განსაზღვრავს: მაგალითად, გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და დაგეგმვის მექანიზმია,

გარემოვაჭრეები და კაპიტალისტური წესრიგი

 ავტორი: ლელა რეხვიაშვილი 2012 წელს პირველად გავედი ველზე, გარემოვაჭრეობის შესასწავლად. პირველ დღეებში არავის გავსაუბრებივარ, უბრალოდ დავხეტიალობდი „დეზერტირების ბაზარსა“ და რკინიგზის სადგურს შორის და ვცდილობდი იქაური ქაოსისთვის ალღოს აღებას. მაშინ გარემოვაჭრეებს ხშირად ადვილად ვერ აღიქვამდი, უნდა აღმოგეჩინა ან თავად გამოგცნაურებოდა. ერთხელ ქუჩაში მჯდარ ბებოს ჩავუარე. ტროტუარზე იჯდა სკამზე. საკმარისად რომ მივუახლოვდი, კალთა გადაიწია და კაბის ქვეშ…

თარგმანი►ევროპელებზე უფრო ევროპელები

  გრენლანდიაზე ნორსების კოლონიის აღსასრულის ერთი მიზეზი ჯარედ დაიმონდი – ამერიკელი მეცნიერი, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი. დაიმონდმა სამეცნიერო საქმიანობა ფიზიოლოგიაში დაიწყო,თუმცა, თანდათანობით, ჯერ ორნითოლოგიისა და ეკოლოგიის, შემდგომ კი ენვაირომენტალური ისტორიის და გეოგრაფიის სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა. თავის წიგნებში, რომლებიც უმალვე ხდებიან საერთაშორისო ბესტსელერები, დაიმონდი ფართო მოცულობის ემპირიული მონაცემების მეშვეობით აანალიზებს  სხვადასხვა, დროით და…

რატომ გაჰყავთ გარემოვაჭრეები საჯარო სივრციდან? სიმპტომების და რისკების შესახებ

  ავტორი : თამუნა ქებურია გავრცელებული ინფორმაციით, 19 მარტის დილის 7 საათიდან, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, „თბილსერვის ჯგუფისა“ და საპატრულო პოლიციის დახმარებით, დაიწყო გარემოვაჭრეების „გაყვანა” მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებიდან, ტროტუარებიდან და სხვა გარშემომყოფი საჯარო სივრცეებიდან. ანალოგიური ბედი ეწიათ ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ გარემოვაჭრეებსაც. მერიის სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები სისტემურ…

როგორ დავადგინოთ საქართველოში უსახლკარობის მასშტაბი ?

ავტორი: თათული ჭუბაბრია 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში ერთ-ერთ ამოცანად უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღემდე არ იწარმოება უსახლკარო პირთა ერთიანი სტატისტიკა, შესაბამისად არ არსებობს სისტემატიზებული მონაცემები და არ ხდება პრევენციული თუ რეაგირებითი პოლიტიკის გატარება.

პოლიტიკური 8 მარტი

  საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და უქმე დღეა; თუმცა, დიდი ხანია, რაც 8 მარტი ქალებისთვის სიმბოლური საჩუქრების ან მათ მიმართ პატივისცემის აღნიშვნის სხვა ზედაპირულ ფორმებთან გაიგივდა და დეპოლიტიზებული სახე მიიღო

როგორ ვეკამათოთ ლიბერტარიანელებს

          ავტორი: კოტე ერისთავი; სამართლის ფილოსოფიის დოქტორი/ილიას უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი     “პირველი, ვინც შემოღობა მიწის ნაკვეთი და განაცხადა: “ეს ჩემია”, და იპოვა გულუბრყვილო ადამიანები, რომლებმაც ეს დაიჯერეს, იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი დამფუძნებელი. რამდენი ომებისაგან, დანაშაულობებისაგან, მკვლელობებისაგან, უბედურებებისაგან და საშინელებებისაგან დაიცავდა ადამიანების მოდგმას ის, ვინც ამოაძრობდა სოლს…

რატომ გვჭირდება სეკულარიზმის რადიკალური რედეფინიცია

ჩარლზ ტეილორი მთარგმნელი: თორნიკე ჭუმბურიძე საზოგადოდ, მიღებულია, რომ თანამედროვე დემოკრატიები სეკულარული იყოს. შესაძლოა, ამ ცნებას დაუკავშირდეს ერთგვარი პრობლემა,  ეთნოცენტრულობა. თუმცა დასავლურ კონტექსტშიც არ არის ეს ცნება ცხადი. მაინც რას ნიშნავს ის?  ვფიქრობ,  არსებობს, სულ მცირე, ორი მოდელი იმისა, თუ რა ქმნის სეკულარულ რეჟიმს.

რა შეიძლება მოხდეს იმ დემონსტრაციაზე, სადაც ყველა მოვა?

ავტორი: თამუნა ქებურია ცნობილი ბრიტანელი კულტურის მკვლევარი, მუსიკის თეორეტიკოსი და გავლენიანი ბლოგ-პორტალის[1] დამაარსებელი, მარკ ფიშერი მის ერთ-ერთ მცირე ზომის  ესსეში[2] მოგვითხრობს მენტალური აშლილობის, კერძოდ, დეპრესიის საკუთარ გამოცდილებაზე

თარგმანი►Governmentality და ქალთა ტრანსნაციონალური მოძრაობების ძალაუფლება

ავტორი: ქეროლ ჰარინგტონი/ ვიქტორიას უნივერსიტეტი, უელინგტონი, ახალი ზელანდია  თეორეტიკოსმა ფემინისტებმა ცივი ომის დასრულების შემდგომ უსაფრთხოების დისკურსსა და პრაქტიკაში გენდერის საკითხის წარმატებით შეტანა აღნიშნეს. სწავლულებმა კონფრონტაციული პოლიტიკის თეორიების ადაპტირება მოახდინეს, რათა გაეანალიზებინათ, როგორ მიაღწიეს ამას ტრანსნაციონალურმა ფემინისტურმა ქსელებმა. ჩემი აზრით, ეს თეორიები უფრო გაღრმავდება, თუ ტრანსნაციონალური ფემინისტური ქსელების მიერ გლობალური მმართველობითი ცოდნის,  უნარის წარმოებისა და გავრცელების…

შრომა, თავისუფლება და პროტესტის დრო

    2017 წლის თებერვალში “ბიბლუსში” დასაქმებულებმა საზოგადოებრივი დუმილის დარღვევა გაბედეს და საკუთარი ექსპლუატაციური შრომის გამოცდილება საჯარო გახადეს. დამსაქმებელმა ისინი “საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბრალდებით” სამსახურიდან დაითხოვა. 2017 წლის იანვარში რუსთავის აზოტის ქარხნიდან 350 თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. დღეს შრომის ბაზარზე სტაბილური, მხოლოდ სამუშაო ადგილების არასტაბილურობაა. ჩვენ დიდი ხანია დაგვაჯერეს, რომ თითოეული ადამიანი წარმოადგენს  არა…

თარგმანი► მმართველობის ფორმა და ჯგუფების განსხვავებულობა: საყოველთაო მოქალაქეობის იდეალის კრიტიკა

  საყოველთაო მოქალაქეობის იდეალი თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ემანსიპატორული ბიძგი გახდა. როდესაც  ბურჟუაზია, მოქალაქეებისთვის თანასწორი პოლიტიკური უფლებების მოთხოვნით, არისტოკრატიას პრივილეგიებს შეედავა, ქალები, მუშები, შავკანიანები, ებრაელები და სხვანი, მოქალაქეობის სტატუსის გარეშე დარჩნენ.

თარგმანი►წითელი ცისარტყელაში:სექსუალობა, სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება

  „1969 წლის სტოუნვოლის ამბოხი, რომლის უმთავრეს იდეად „სრული სექსუალური გათავისუფლება“ იქცა, ომის საწინააღმდეგო და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი მასშტაბური სოციალური მოძრაობებით იყო შთაგონებული. მას შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო ორ ათწლეულში, უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც საზოგადოებრივი დამოკიდებულებების, ისე – კანონებით კუთხით; თუმცა, გაზრდილი ხილვადობისა და შემართების მიუხედავად, ლგბტ ადამიანებს კვლავ მუდმივი საფრთხე ემუქრებათ. დარჩა ადგილი იმ…