არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები საბჭოს წევრი მოსამართლეების განცხადებას ეხმაურებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს საბჭოს წევრის ანა დოლიძის მიმართ, თითქოსდა მისი საქმიანობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

Civil society and media organizations address the Parliament and Chief Prosecutor’s Office of Georgia with regard to Afgan Mukhtarli’s case

Almost 9 months have passed since the investigation started in the abduction case of the Azerbaijani journalist and activist Afgan Mukhtarli from the territory of Georgia. Regardless high public interest to this case, information about the progress of the investigation is unknown.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება

2018 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის თაობაზე პირველი სასამართლო სხდომა ჩატარდება. საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ

აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, ამ დრომდე საქმეზე  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე.

სასულიერო პირები შრომით უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე

მშრომელთა სიკვდილიანობის და დაშავების მაღალი სტატისტიკის ფონზე, საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, საზოგადოების მობილიზება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. სასულიერო პირები სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობას გვახსენებენ.

შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა. კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური შეიქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად და ამ უკანასკნელის დღევანდელ ფუნქციებთან ერთად, სამსახური შეითავსებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას.

საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართვა ევროკომისრებს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით

ევროკომისარ იოჰანეს ჰანს გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (NEAR) ევროკომისარ მარიანა ტისენის გენერალური დირექტორატი დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ინკლუზიის საკითხებში(EMPL) ევროკომისარ სესილია მალმსტრომს გენერალური დირექტორატი ვაჭრობის საკითხებში   გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი წუხილები საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება „შრომის უსაფრთხოების კანონის“ განხილვას, რაც საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და დღის წესრიგისათვის…

EMC და TDI ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის გაჭიანურებაზე უთითებენ

  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისა და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

EMC ზვიად რატიანის საქმის გამოძიების მიმდინარეობას აფასებს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ზვიად რატიანის ცემის სავარაუდო ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა, 2017 წლის 24 დეკემბრიდან, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აწარმოებს.

ახალი კამპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და კრიზისის დაძლევის 6-პუნქტიანი გეგმა

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საზოგადოებრივი მაუწყებელში არსებული ღრმა ინსტიტუციური კრიზისის გამო.  მაუწყებლის მიმართ  საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ როლსა და წარმოადგენს ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედია ორგანიზაციას. ვაცნობიერებთ რა, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლისა და ფუნქციის…

ერთობლივი მიმართვა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით

მედია საშუალებები ყოველ კვირა იტყობინებიან დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. დღეს, ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. 10 დღის წინ სოფელ რუხში მშენებარე ობიექტზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა. 2017 წლის მაისში ტყიბულის შახტაში ერთდროულად ოთხი მუშა, უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, გარდაიცვალა. სიკვდილი სამუშაო ადგილზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

სტატია ►ჰომონაციონალიზმი თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? 17 მაისის გეოპოლიტიკური ანალიზი

  ანა რეხვიაშვილი დოქტურანტურის სტუდენტი, გენდერის,  ფემინისტურ და ქალთა კვლევების პროგრამა,  იორკის უნივერსიტეტი

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისას საბჭოს წევრის აცილების და გასაუბრებების დახურვის შემთხვევებმა ტენდენციის სახე მიიღო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს 51 მოქმედი მოსამართლის განცხადებას თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ. ამ დღეებში მოსამართლეებთან გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ორგანიზებული მცდელობა ხელი შეუშალონ მოსამართლეთა დანიშვნას მათი წარსული საქმიანობისა და კომპეტენციის კრიტიკული გააზრების საფუძველზე. ამ პროცესში, ასევე,  დაფიქსირდა კანდიდატების მხრიდან გასაუბრებების დახურვის ტენდენცია, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში, საფუძველს…

“კოალიცია თანასწორობისთვის” მიმართვა საქართველოს პარლამენტს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესების თაობაზე

“კოალიცია თანასწორობისთვის” მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებას. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.  “კოალიცია თანასწორობისთვის” მიმართვა საქართველოს პარლამენტს