Library Cover Image

Head: გიგი თევზაძე

Writter: არჩილ აბაშიძე

Number Of Pages: 176

საჯარო სამსახურის რეფორმირების და მიუკერძოებელი, აპოლიტიკური ბიუროკრატიის ჩამოყალიბება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. ყოველი ახალი ხელისუფლება არჩევნებამდე მზადყოფნას გამოთქვამს გაათავისუფლოს საჯარო ადმინისტრაცია პოლიტიკის ზეწოლისაგან, მაგრამ საბოლოო ჯამში, არჩევნების შემდეგ ცოტა რამ იცვლება. უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, საჯარო სამსახური კვლავაც რჩება ნეპოტიზმის, კლიენტელიზმის, არაკვალიფიციური კადრების პარტიული ნიშნით დასაქმების და სხვა მანკიერებების ასპარეზად.

აღნიშნული პრობლემების დაძლევის ალტერნატიული გზების შესახებ პოლიტიკურ წრეებში დიდი ხანია მსჯელობენ. ნაბიჯები საჯარო სამსახურში არსებული პრობლემების გადასაჭრელად გადაიდგა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და 2012 წელს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მიდგომები ამ ორ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულია: თუკი პირველ შემთხვევაში აქცენტი საჯარო სამსახურის სისტემის გახსნილობაზე და კონკურენტულ გარემოს დაქვემდებარებაზე გაკეთდა, მეორე შემთხვევაში არჩევანი სისტემის "უცხო" ელემენტისაგან ჩაკეტვაზე და პროფესიული, კარიერული მოდელის აგებაზე შეჩერდა.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია საჯარო სამსახურის მოწყობის ალტერანტიული მოდელების შედარება და საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს, გამოცდილების და რესურსების გათვალისწინებით, თითოეული მოდელის დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელი სისუსტეების და ძლიერი მხარეების ანალიზი.

ამ მიზნით, პირველ რიგში გაანალიზებულია საჯარო სამსახურის მოწყობის თეორიული მოდელები და იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც იზიარებენ 4 სოციალისტური სახელმწიფოს და შესაბამისი ადმინისტრაციული მოდელის პირობებში მართვის გამოცდილებას. შემდეგ, განხილული და შედარებულია საქართველოში საჯარო სამსახურის მოწყობის მცდელობები 2004 წლის და 2012 წლის შემდეგ.

კვლევამ აჩვენა რომ საქართველოში საჯარო სამსხურის კარირეულ მოდელზე გადაყვანა ნაადრევია და ბევრი საფრთხეები ახლავს თან. ახალი მოდელის ამუშავება მნიშვნელოვან მოსამზადებელ ღონისძიებებს გულისმობს და თავი რომ დავანებოთ ცვლილებების არახელსაყრელ პერიოდს (2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და რეფორმისათვის სათანადო რესურსი მობილიზება წარმოუდგინელია), საჯარო სამსხურის მთლიანად კარირეული სისტემის გადაყვანა სხვა მიზეზებითაც გაუმართლებელია: ქვეყანაში არ არსებობს კარიერული სისტემისათვის აუცილებელი წინაპირობები (მოხელეთა გამოცდის მიუკერძოებელი სისტემა, შეფასების სისტემა დაწესებულებებში, ტრენინგ-ცენტრები და ა.შ.), ხოლო საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც რეფორმაზეა პასიხუსმგებელი, რესურსებშია შეზღუდული და პოლიტიკური წონაც არ გააჩნია. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საუკეთესო გამოსავალი განვითარებადი, მცირე სახელმწიფოსათვის შერეული მოდელია, სადაც სახელმწიფო გაწვდება შეზღუდული რაოდენობის მოხელეების პროფესიულ განვითარებისკენ რესურსების მიმართვას და მათთვის საჯარო სამსახურში ხელსაყრელი პირობების შექმნას, მათი გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების მიზნით.