2018 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება პროექტი - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის მთავარი მიზანია ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერის მიმართულებით. პროექტი ასევე ერთ-ერთ მიზნად ისახავს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას, მათ შორის, დასაქმების გზით.

დასახული მიზნების მიღწევისთვის შეირჩევა პროექტის პრაქტიკანტების საქმიანობის კოორდინატორი (ე.წ. job coach). შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორ პრაქტიკანტთან, რომელიც დასაქმებულია პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • პროექტის პრაქტიკანტებთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • სამუშაო პროცესში პროექტის პრაქტიკანტებისა და მათი მენტორების (იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც პრაქტიკანტები არიან დასაქმებულნი) წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათ შორის, მათთან ინტენსიური შეხვედრების გამართვის გზით;
  • პროექტის პრაქტიკანტების ცალკეული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროების გამოკვეთა;
  • სამუშაო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, პროექტის პრაქტიკანტების რელევანტური უნარ-ჩვევების დახვეწასა და პერსონალური ბარიერების დაძლევაზე ზრუნვა სხვადასხვა ტიპის ინტერვენციის მეშვეობით
  • პროექტის პრაქტიკანტების მხარდაჭრა მათი ძლიერი მხარეების ეფექტიანად გამოყენების მიზნით და მათი მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამუშაო ადგილებზე პროექტის პრაქტიკანტების არსებული ვალდებულებების ანალიზი და მათი მოდიფიცირების შესახებ რეკომენდაციების გაცემა პრაქტიკანტების უნარ-ჩვევების, ინტერესების, მიზნების იდენტიფიცირების შედეგად;
  • პროექტის პრაქტიკანტების სამომავლო მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • სხვა ტიპის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავება პროექტის პრაქტიკანტებისა და დამსაქმებელი ორგანიზაციებისათვის პრაქტიკანტების საქმიანობისა და ჩართულობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
  • სამუშაო ადგილებზე პროექტის პრაქტიკანტების საქმიანობის პროგრესის მონიტორინგი.

ანაზღაურება: ყოველთვიური ჰონორარი შეადგენს 447 აშშ დოლარს, კომერციული კურსით ლარში, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2019 წლის 1 ოქტომბერი - 2020 წლის 1 ოქტომბერი, 30 საათი კვირაში.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის ან/და სოციალური მუშაობის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შშმ პირთა საქმიანობის კოორდინატორად (job coach) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • შრომის დისციპლინის, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის, გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების ქონა;
  • ადამიანის უფლებების რწმენა.

განცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა, მიმდინარე წლის 18 სექტემბრამდე, მისამართზე: [email protected],  უნდა გამოაგზავნონ:

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი.

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - პრაქტიკანტის საქმიანობის კოორდინატორი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა: [email protected]   

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/

პროექტი ხორციელდება  - ღია საზოგადოების ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით.