Library Image
მეტი

კამპანია “ეს შენ გეხება” საზოგადოებრივი ჯგუფების ინიციატივაა, რომელიც 2012 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. კამპანია ხელმეორედ განახლდა 2014 წელს, ამჯერად ფარული მოსმენისა და მიყურადების წინააღმდეგ კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაცვლელად და მასშტაბური უკანონო მოსმენის პრაქტიკის დასასრულებლად.

2014 წლიდან EMC კამპანიის აქტიური წევრი და მხარდამჭერია. კამპანია “ეს შენ გეხებას” ძალისხმევის შედეგად, 2016 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. კამპანიის ფარგლებში, EMC აქტიურად იყო ჩართული ფარული მიყურადების ახალი სისტემის შექმნის ადვოკატირებაში, ასევე EMC-ის შესაძლებლობა მიეცა დღის წესრიგში დაეყენებინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმირების საკითხები.