Library Image
მეტი

FEANTSA  უსახლკარობის საკითხებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების ევროპული ფედერაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების იმ არასამთავრობო ორგანიზაცებს, რომლებიც ფოკუსირდებიან უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპაში უსახლკარობის დასრულება. FEANTSA დაფუძნდა 1989 წელს და აერთიანებს 130-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას 30 ქვეყნიდან.

EMC როგორც წევრი ორგანიზაცია FEATNSA-ს 2017 წლიდან შეუერთდა.

ორგანიზაციის მუშაობის მთავარი მიმართულებებია:

  • უსახლკარობის დასრულების ღონისძიებების ეფექტიანი დანერგვის და აღსრულების მიზნით ეროვნულ, რეგიონულ მთავრობებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან განგრძობადი დიალოგის უზრუნველყოფა;
  • კვლევების განხორციელება, მონაცემების დამუშავება და მათი გავრცელება უსახლკარობის ბუნების, მისი მასშტაბის, წარმოშობის მიზეზებისა და გამოსავლის გზების უკეთ გასააზრებლად;
  • ინფორმაციის, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაცვლის წახალისება და ხელშეწყობა მის წევრ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის რომელთაც აქვთ უსახლკარობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკისა და პრაქტიკის ხედვა.
  • ცნობიერების ამაღლება უსახლკარობის კომპლექსურობისა და უსახლკარო პირთა წინაშე არსებული გამოწვევების მრავალგანზომილებიანობის თაობაზე;