Library Image

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული,თბილისი 0102

მობილური: +995 32 2 50 54 04

მეტი

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და აერთიანებს სასამართლოს, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.

კოალიციის მიზანია კვლევის, ადვოკატირების, საჯარო დისკუსიების გზით ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების სექტორში არსებული მწვავე პრობლემების აქტუალიზებას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნაEMC კოალიციას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, არის კოალიციის მმართველი კომიტეტის აქტიური წევრი, რომელიც უძღვება კოალიციის საქმიანობას. EMC კოალიციის ფარგლებში შემუშავებული არაერთი ანგარიშის, კვლევის და მიმოხილვის თანაავტორია. კოალიციასთან თანამშრომლობით EMC-იმ მოახერხა დღის წესრიგში დაეყენებინა სამართალდამცავ ორგანოებში რეფორმის აუცილებლობა, რაც 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის გამიჯვნით დასრულდა. ასევე, კოალიციის აქტიური ადვოკატირების შედეგად განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმის რამდენიმე ეტაპი.

წევრი ორგანიზაციები

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • მრავალეროვანი საქართველო;
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია;
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის;
  • ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი;
  • ლიბერალი;
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • კავშირი ”21-ე საუკუნე";
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
  • დემოკრატ მესხთა კავშირი;
  • თავისუფლების ინსტიტუტი;
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია;
  • ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო;
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
  • დემოკრატიის ინსტიტუტი;
  • ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
  • თბილისის მედია კლუბი;
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი;
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი;
  • სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი;
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია;
  • ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია;
  • საქართველოს ევროპული არჩევანი;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
  • ადამიანის უფლებათა ქსელი;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
  • კავშირი საფარი;
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;
  • LLPL "Frema"