Library Image
მეტი

„კოალიცია თანასწორობისთვის” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ კანონის მიღების პროცესში შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელშეწყობით  და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის მიზანია ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების მანდატის გაძლიერება და დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობა. აგრეთვე,  სხვადასხვა ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამების უზრუნველყოფის გარდა,  წევრი ორგანიზაციები ყოველწლიურად ამონიტორინგებენ თანასწორობის მექანიზმების საქმიანობას და შესაბამის უწყებებს წარუდგენენ რეკომენდაციებს. წევრი ორგანიზაციები  ინტენსიურად არიან ჩართული  ადვოკატირების პროცესში როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან და  ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებენ სხვადასხვა კამპანიას.

EMC 2016-2017 წლებში კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია იყო.

წევრი ორგანიზაციები

  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • იდენტობა;
  • კავშირი საფარი;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).