Library Image

EMC ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლიდან ახორციელებს სამწლიან პროექტს „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოს შორის“.

აღნიშნული პროექტი რეგიონალური იყო და მის განხორციელებაში ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოში – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ხოლო, სომხეთში – საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორმირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK).

პროექტის მიზანი იყო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჰომოფობიის/ტრანსფობიის დაძლევა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დადებითი მედია ხილვადობის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის ხელშეწყობა. პროექტი ითვალისწინებდა ორივე ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა აქამდე უპრეცედენტო და სრულყოფილი კვლევის განხორციელებას, ასევე არსებული პირობების სიტუაციურ ანალიზს, მათ შორის ლგბტი პირთათვის გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობის შეფასებას. როგორც კვლევამ, ასევე სიტუაციურმა ანალიზმა საფუძველი ჩაუყარა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების  გრძელვადიანი და პოლიტიკურად მიზანშეწონილი სტრატეგიის შემუშავებას.

პროექტის ფარგლებში, EMC ინტენსიურად მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლის მიზანი იყო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული  მიდგომების გაანალიზება და ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეებზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვა.