Library Image

მისამართი: ნინო ჩხეიძის ქ. 38

ტელეფონი: 0322 94 37 63

საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის და EMC-ის თანამშრომლობა 2018 წლიდან დაიწყო.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) ერთად ახორციელებს ორ წლიან პროექტს „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა” (FAIR).

აღნიშნული პროექტის მიზანია სასამართლო რეფორმის ეფექტურობის უზრუნველყოფა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, მოსამართლეებთან ინდივიდუალური დიალოგისა და სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციის გზით. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სამი ამოცანის შესრულება: 1. სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ განხორციელების, ძირითადი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგი; 2. ინდივიდუალურ მოსამართლეებთან და სასამართლო ორგანიებთან კომუნიკაციისა და დიალოგის ხელშეწყობა მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეების როლზე დისკუსიების დაწყების გზით; 3. სხვადასხვა სახის მონაწილეობითი პროცესების, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისა და აქტივისტური ჯგუფების მობილიზების ხელშეწყობა.