Library Image

ღია საზოგადოების ფონდების და EMC-ის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო.

პროექტის ფარგლებშიც EMC სამართლებრივ დახმარებას სთავაზობდა პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შედეგად დაზარალებულ პირებს, მუშაობდა ძალის გადამეტების და დაუსჯელობის პრობლემაზე სამართალდამცავ უწყებებში, ასევე ნარკოპოლიტიკის სისტემური ცვლილების ადვოკატირებაზე.

გარდა ამისა, ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით, EMC მუშაობს პანკისსა და აჭარაში მუსლიმი თემის პოლიტიკური და სოციალური გარიყულობის კვლევებზე. პროექტი მიზნად ისახავს კვლევის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების სისტემურ და მონაწილეობით ადვოკატიერებასა და გამოვლენილი უფლების დარღვევის ფაქტებზე სტრატეგიულ სამართალწარმოებას.