
მისამართი: მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული, ქ.თბილისი
ვებგვერდი: http://ewmi-prolog.org
Facebook: EWMIPROLoG
EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერით EMC მუშაობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხებზე და აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებით კოალიციურ საქმიანობაში.
EWMI-PROLoG-ის ხელშეწყობით, EMC ასევე ახორციელებს ჩაგრული ჯგუფებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობ პროექტებს. ეს პროექტები არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვის, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიული სამართალწარმოების, მათი ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერების საქმიანობებს ითვალისწინებს.
ამასთან EMC ჩართულია EWMI-PROLOG-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგსა და ახალ გეგმაში ყოვლისმომცველი ვალდებულებების გათვალისწინების ადვოკატირებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში EMC-ის სამუშაო თემებს რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის საკითხები წარმოადგენს.