11თებ

Cover image

სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი დანილო ტურკი 11 თებერვალს EMC-ს ოფისში ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში შრომითი მედიაციის შესახებ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. 

დანილო ტურკი საქართველოს EMC-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში ესტუმრა. მან 12 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, თემაზე: „სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობა და სახელმწიფოს როლი მის მხარდაჭერაში“.