17იან

Cover image

17 იანვარს EMC-მ შეწყალების წესისა და ბოლოდროინდელი პრაქტიკის ირგვლივ დისკუსია გამართა.

შეწყალების მექანიზმის გამოყენების ფორმა და მასშტაბები ხშირად ხდება განხილვის საგანი. ბოლო დროს ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გასულ წელს გამოცემული სადავო შეწყალების აქტების, სექტემბერში გამოცხადებული მორატორიუმის და უკვე წლის ბოლოს, შეწყალების ახალი წესის შემუშავების შედეგია.

განახლებული კანონმდებლობით ვერ მოგვარდა მანამდე არსებული პრობლემები, რომელიც შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას უკავშირდებოდა. განხორციელებული ცვლილებებით არ მოგვარებულა ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისას მეტი საჯაროობა და  გამჭვირვალობა, შეწყალების აქტების დასაბუთება, პროცესის წარმართვის სხვადასხვა ეტაპზე ცხადი კრიტერიუმების არსებობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება. შეწყალების კომისია კი, დემოკრატიულ და ინკლუზიურ პრინციპებზე მოწყობის ნაცვლად, საერთოდ გაუქმდა.

ასევე, აღსანიშნავია სახელმწიფოს მეთაურისა და ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა, რომლებიც შეწყალების უფლებამოსილების „საგამონაკლისოდ“ გამოყენებაზე მიუთითებდნენ, რითიც ეჭქვეშ აყენებდნენ ამ ბერკეტის განსაკუთრებულ სოციალურ-პოლიტიკურ და კონსტიტუციურ დატვირთვას. შეწყალების, როგორც საგამონაკლისო ბერკეტის იდეა, შეწყალების წესის შესახებ პრეზიდენტის ახალ ბრძანებულებაშიც დაფიქსირდა.

დისკუსია სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების ირგვლივ გაიმართა.

 

მომხსენებლები:

  • გიორგი ჩიტიძე - „ღია საზოგადოების ფონდი“
  • ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი
  • თორნიკე გერლიანი - ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)