06ივნ

Cover image

EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს მიმართა. ამ საკითხზე 6 ივნისს, EMC-ს ოფისში პრესკონფერენცია ჩატარდა. ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

განაცხადში მოსარჩელეები დავობენ ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების სავარაუდო დარღვევაზე:
მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლება; 
მე-3 მუხლი - წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
მე-13 მუხლი - უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე.