17მარ

Cover image

17 მარტს, EMC-ის წარმომადგენლებმა და ტყიბულში არსებული ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მეშახტეები რამდენიმე დღეა უარს აცხადებენ შახტში მუშაობაზე, იქ არსებული საფრთხისშემცველი სამუშაო გარემოს გამო.

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 მეშახტის გარდაცვლებაზე პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აუდიტორული კომპანიის მიერ ტყიბულის შახტებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკების შეფასებამდე ნახშირმოპოვებითი სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ამ პერიოდის განმავლობაში მეშახტეებს სრულად უნდა ანაზღაურებოდათ კუთვნილი ხელფასები. გერმნაული აუდიტორული კომპანია DMT-ის მიერ 2019 წლის იანვარში მომზადდა დასკვნა, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში გახდა. აღნიშნული დასვკნა შახტებში არსებულ მძიმე სამუშაო მდგომარეობაზე უთითებს და ცალსახა რეკომენდაციას გასცემს შახტების ოპტიმიზაციამდე მათი შეჩერების შესახებ.

თუმცა 2019 წლის ოქტომბერში ისე აღდგა სამუშოები, რომ DMT-ის დასკვნის აშკარა და ცალსახა მიგნებები უგულვებელყოფაილი დარჩა. უფრო მეტიც, მეშახტეების სამუშო პირობები გაუარესდა. ძიძიგურის შახტის დახურვის გამო, მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისასვლელად უწევთ, გაიარონ სავენტილაციო გვირაბი, სადაც მხუთავი არიები გროვდება და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ერთი კვირის წინ აღნიშულ გვირაბში მოწამვლის შედეგად, 5 მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ძიძიგურის შახტის მეშახტეები ჯერ კიდევ თებერვლის თვეში ამბობდნენ უარს სამუშაოს შესრულებაზე საფრთხისშემცველი სამუშაო პირობების გამო. მაშინ კომპანიასთან წარუმატებელი მოლაპარეკებების შემდეგ, მეშახტეები სამუშაოს დაუბრუნდნენ ისე, რომ პროტესტის დროს გაცდენილი დღეების ანაზღაურება არ მიუღიათ. კოლეგების მოწამვლის შემდეგ, ისინი კვლავ აცხადებენ უარს სამუშაოს შესრულებდამე, ითხოვენ უსაფრთხო სამუშაო პირობებს, განაცდური დღეებისთვის ხელფასების ანაზღაურებას და სახელმწიფოს მონაწილეობით ღია და საჯარო შეხვედრას კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

ისინი ასევე ითხოვენ სახელმწიფოსგან DMT-ის დასკვნის მათთვის გაცნობას და საჯარო განხილვის ორგანიზებას, სადაც იმსჯელებენ დასვკნის რეკომენდაციებით გათგვალისწინებული სარემონტო სამუშაობის გეგმაზე და აღნიშული სამუშაობის მონიტორინგში მეშახტეების ჩართულობაზე.

EMC მხარდაჭერას უწევს ძიძიგურის შახტის მეშახტეებს და მოუწოდებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს მისივე დაკვეთით შესრულებული აუდიტის დასკვნის რეკომენდაციები და უსაფრთხო სამუშაოს გარემოს უზრუნველყოფამდე შეაჩეროს ნახშირმოპოვებითი სამუშაობი შახტებში და დაიცვას მეშახტეების შრომითი უფლებები.