12მარ

Cover image

12 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გამართა კონფერენცია, თემაზე არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევები.

კონფერენციის პირველ პანელში მკვლევრებმა და ექსპერტებმა წაიკითხეს მოხსენებები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური მონაწილეობის და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე. ხოლო მეორე ნაწილში, ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციისა და უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს, ეთნიკურ ჯგუფებთან მათი მუშაობის სტრატეგიებსა და ახალ პერსპექტივებზე.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე შედგა  EMC-ის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. დოკუმენტი ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს მიმოიხილავს. სახელმძღვანელო გამოიცა ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე და ის ამ თემით დაინტერესებული იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და თემის აქტივისტებისთვის არის განკუთვნილი.