15ნოე

Cover image

15 ნოემბერს პანკისის ხეობის შესახებ EMC-ს ახალი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა -  ​ისტორიული პერსპექტივისა და კრიტიკული თეორიული მიდგომების გამოყენებით, ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს, თუ რამ განაპირობა პანკისის ხეობის „საფრთხედ“ მონიშვნა მსოფლიო უსაფრთხოების რუკაზე, როგორ აღმოჩნდა ის გლობალური და ადგილობრივი პოლიტიკის ეპიცენტრში, როგორაა დაკავშირებული პანკისის ადგილობრივი რელიგიური სურათი და მისი ტრანსფორმაციები თანამედროვე უსაფრთხოების გლობალურ სისტემასთან.

კვლევაში მიმოხილულია  შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • რუსეთ-ჩეჩნეთის ომის და პანკისის კრიზისის ადგილობრივი, რეგიონალური და  გლობალური  კონტექსტები;
  • უსაფრთხოების სისტემების თანამედროვე პოლიტიკების კრიტიკა და მუსლიმების რასიალიზებისა და თვითნებური დისკრიმინაციის რისკები, რაც ამ მიდგომებს უკავშირდება;
  • პანკისის რელიგიური სურათი, სალაფიზმის მრავალგვარობის წაშლის მცდელობა და ხეობის რელიგიური დაყოფის ძალაუფლებრივი ასპექტები;
  • სახელმწიფო პოლიტიკის დინამიკა პანკისის ხეობაში 1999 წლიდან 2018 წლამდე და ძალოვანი და არაძალოვანი მიდგომების კრიტიკული შეფასება;
  • ადგილობრივების სირიასა და ერაყში წასვლის მიზეზებზე ექსპერტების მოსაზრებების კრიტიკული ანალიზი და ადგილობრივების პერსპექტივა.