14მაი

Cover image

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერმა ჯგუფებმა 14 მაისს, EMC-ს ოფისში გამართეს პრესკონფერენცია და გააჟღერეს საერთო მოთხოვნები.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ  მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.

„ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის პროცესი და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა წელიწადზე მეტია შეჩერებულია. გასული წლის მაისის მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ხელისუფლებას არცერთი სამუშაო ფორმატი ამ საკითხის რაციონალური და სამართლიანი გადაწყვეტისთვის არ გამოუყენებია. პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდება“ - აღნიშნულია ნარკოპილიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ღია საზოგადოების ფონდი“, “ალტერნატივა ჯორჯია”,თეთრი ხმაურის მოძრაობა,“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”,საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”, “ფენიქსი 2009”, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD), “ახალი ვექტორი”, “ჰეპა+”, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC).