22მარ

Cover image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მართავს შეხვედრას თემაზე - "ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში-2017 წლის ტენდენციები". 

შეხვედრაზე EMC წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც აფასებს ნარკოტიკული დანაშაულის განხილვის ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს სასამართლოში. სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: 
▪ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება;
▪ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა;
▪ ჩხრეკის სტანდარტი;
▪ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენების სანდოობა'
▪ ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა.

შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ:
სოფო ვერძეული - მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი (EMC)
გურამ იმნაძე - პროექტების კოორდინატორი, იურისტი (EMC)

დასწრება თავისუფალია.