09მარ

Cover image

9 მარტს, 11:00 საათზე EMC-მ, ორგანიზაციის ოფისში გამართა პრესკონფერენცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციამ სამართლებრივად შეაფასა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის გათავისუფლებისა და მისი მოადგილის, მაია მერკვილაძის სხვა პოზიციაზე გადაყვანის, ასევე დისციპლინური წარმოების ფარგლებში მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნის საქმეები. 

პრესკონფერენციას, EMC-ს წარმომადგენლებთან ერთად, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე მაია მერკვილაძე და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სხვა წევრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეორნა ბაკურიძის უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოს წინაშე სწორედ EMC იცავს. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს და სოლიდარობას უცხადებს ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ წინასაგაფიცვო პროცესს.