03ივლ

Cover image

3 ივლისს, 10:30 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შრომის რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. 

შემოთავაზებული ცვლილებები მშრომელთა ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, თუმცა კანონპროექტი კერძო ინტერესისა და ბიზნესის ლობის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც ფორმალურად, პარლამენტში, ისე, როგორც ჩანს, არაფორმალურად. შედეგად, დღეს მისი დამტკიცება საფრთხეშია. გაზაფხულის სესიის დასრულებამდე სულ რამდენიმე სხდომა რჩება და თანდათან იზრდება კანონპროექტის დაყოვნების ან მისი ჩაგდების რისკი. ეს ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებასაც ეჭვქვეშ აყენებს.