16მაი

Cover image

უსაფრთხო შრომის უფლება დღეს მოქმედი შრომის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. პროფესიული კავშირები, თვითორგანიზებული მშრომელები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტური ჯგუფები წლების მანძილზე პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებენ დასაქმებულთა უსაფრთხო შრომის უფლების დაცვის საკითხს. მოთხოვნა უსაფრთხო შრომაზე ასევე წარმოადგენდა ბოლო წლებში მშრომელთა მიერ ორგანიზებული გაფიცვების, პროტესტებისა და წინააღმდეგობების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას. 


სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, არ არსებობს მნიშვნელოვანი პროგრესი რომელიც შეცვლიდა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა მძიმე შრომით პირობებს და შეამცირებდა საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელს. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი. 2011-2017 წლების მდგომარეობით სამუშაო ადგილებზე დაღუპულია 317 და დაშავებულია 882 ადამიანი. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მხოლოდ ტყიბულის ნახშირის მომპოვებელ შახტებში 11 დასაქმებული დაიღუპა, მათ შორის, 5 აპრილს 6 დასაქმებული უმძიმეს საწარმოო ინციდენტს ემსხვერპლა. 


დისკუსიაზე მომხსენებელი ისაუბრეს შრომის უსაფრთხეობის დღეს მოქმედ პოლიტიკაზე და იმ სამუშაო გარემოზე, რომელშიც დასაქმებულებს უწევთ ყოველდღიური შრომა. 

მომხსენებელი: ლელა გვიშიანი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი.