18ოქტ

Cover image

2019 წლის 18 ოქტომბერს, EMC-მ ადგილობრივ სათემო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტთან“ ერთად, სოფელ ხულდარში გასვლითი შეხვედრა მოაწყო და მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარება გაუწია სისხლის სამართლის, ოჯახში ძალადობის, განათლების უფლების, დისკრიმინაციისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

იურისტებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაცია სოციალურმა მუშაკმა სოფო ხვთისიაშვილმა გაუწია, რომელიც შესაბამისი საჭიროებების მქონე ადამიანებს სახელმწიფოს სოციალური სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაეხმარა სერვისის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლაში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის მოსახლეობის საჭიროებებისა და წუხილების მოსმენას და შემდგომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებთან მიღებული ინფორმაციის გაზიარებას, მათ წინაშე სოფლის პრობლემების აქტიურად დაყენებას.

მომდევნო კვირას EMC დააორგანიზებს ექიმის ვიზიტს სოფელ ხულდარაში, რომელიც ქალებს ონკოლოგიური დაავადებების რისკების, გამომწვევი ფაქტორებისა და პრევენციული მიდგომების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ექიმი მოსახლეობას ასევე შესთავაზებს ექოსკოპიურ გამოკვლევებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს.