05ოქტ

Cover image

5 ოქტომბერს გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელიც ეხებოდა ბუნებრივი გარემოს ექსპლუატაციის დინამიკას და ბუნებრივი რესურსების როლს სახელმწიფოს აღმშენებლობის სამსახურში. დისკუსიის ფარგლებში ძირითადი აქცენტები გაკეთდა უახლესი ისტორიის მიმოხილვაზე, რომელიც დღემდე დგას დილემის წინაშე: ეკონომიკური ზრდა vs სოციო-ეკოლოგიური დაცულობა; უმუშევრობა vs შრომა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ია ერაძე და გიორგი ცინცაძე.
დისკუსია ჩატარდა პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.