07მარ

Cover image

EMC-იმ  7 მარტს გამართა სამუშაო შეხვედრა სასამართლოში საქმის განაწილების ახალ სისტემასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძესთან და სხვა სტუმრებთან ერთად, განიხილეს საქმის განაწილების ახალი სისტემა სასამართლოში.

შეხვედრაზე EMC-მ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც ის აფასებს საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების შესახებ ე.წ. „მესამე ტალღის“ ცვლილებებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მასში შესულ ცვლილებებსა და საქმეთა გადანაწილების წესის პილოტურ რეჟიმში მუშაობას. მიმოხილვა ასევე აფასებს 2017 წლის 31 დეკემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში საქმის განაწილების ახალი სისტემის ფუნქციონირებას.