15ივნ

Cover image

15 ივნისს EMC-მ პანკისში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც სათემო ცხოვრების იდეას უკავშირდებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პანკისისა და მარნეულის კრიტიკული პოლიტიკის სკოლების სტუდენტები, ასევე, თეთრიწყაროს, ნუკრიანის, წნორის და ხულდარას სათემო ცენტრების დამფუძნებლები, რომლებმაც ახალგაზრდა აქტივისტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე მომხსენებები წაიკითხეს ანა მარგველაშვილმა და მარინა თაბუკაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც XIX და XX საუკუნის დასაწყისში ჩვენს სოფლებსა და ქალაქებში უნიკალური სათემო ცხოვრების და ორგანიზების ისტორიას აჩვენებს. (ფილმი იხ. ბმულზე:http://bit.ly/2WLkQ7O ) 

სათემო ცხოვრება დემოკრატიული, სამართლიანი და თვითმყოფადი საზოგადოების განვითარების საფუძველია. ის მიკრო-სოციალურ დონეზე სამართლიანი სოციალური ტრანსფორმაციის, თვითგამორკვევის, დემოკრატიული დიალოგის და ადგილობრივი ტრადიციების დაცვისა და განვითარების შესაძლებლობას ქმნის. სათემო ცხოვრების წახალისება EMC ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია და ის მომავალში კიდევ უფრო ორგანიზებულ სამუშაოებს გაწევას ამ მიმართულებით.

შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.