13ნოე

Cover image

13 ოქტომბერს, EMC-ის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან თემაზე: "ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში". 
 
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ქვეყანაში პრიორიტეტულად უნდა მიიჩნეოდეს.  დისკუსია შედგა  თემებზე: შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა, ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ბარიერები, ასევე, ის ზოგადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც შშმ პირები ყოველდღიურად დგანან. 
 
EMC-სთან ერთად, მოხსენებები გააკეთეს შემდეგი ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, ასევე ექსპერტებმა - ოლღა კალინამ, ლია ტაბატაძემ და ნანა ზავრადაშვილმა.  
შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "ქმედუნარიანობის ინსტიტუტის დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში" - ფარგლებში.