01თებ

Cover image

1-2 თებრვალს გაიმართა EMC-ის სოლიდარობის პლატფორმის მესამე ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუესიები ეხებოდა განათლებისა და რელიგიის საკითხებს. შეხვედრების პირველ დღეს მოხსენებები წაიკითხეს შემდეგმა მომხსენებლებმა: სიმონ ჯანაშია და მარიამ დალაქიშვილი - განათლების პოლიტიკის რეფორმის ძირითადი ტალღები და არსებული გამოწვევები; მაია ბარქაია და ნათია გორგაძე - ნაციონალიზმის გაბატონებული წარმოდგენები სასკოლო სახელმძღვანელოებში და სასწავლო პროცესში. ღონისძიების ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელიწიფო მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ლიკა გიგაურმა ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების განათლების და ინტეგრაციის მიმართულებით პოლიტიკის გამოწვევებზე, სამომავლო რეფორმების გეგმებზე და ხედვებზე. რის შემდეგაც, მან უპასუხა პლატფორმის წევრების კრიტიკულ კითხვებს.

სოლიდარობის პლატფორმის მეორე დღე დაეთმო არადომინანტურ რელიგიებს საქართველოში. მოხსენებები წაიკითხეს შემდეგმა მომხსენებლებმა: მაია ბარქაია, სოფო ზვიადაძე და ალექსანდრე ქვახაძე - ისლამი საქართველოში: კონტექსტები და მზერები. ასევე, მოხსენება წაიკითხეს ადგილობრივმა რელიგიურიმა ლიდერებმა, ტარიელ ნაკაიძემ და მირტაგი ასადოვმა შემდეგ თემაზე: რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებები.

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.

პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „არა-დომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით“ ფარგლებში, რომელი ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.