03ივნ

Cover image

30-31 მაისს გაიმართა სოლიდარობის პლატფორმის მეხუთე შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები ეხებოდა რასიზმის კონცეფციას.

  • შეხვედრების პირველ დღეს მოხსენებები წაიკითხეს ისტორიკოსმა მაია ბარქაიამ და სოციოლოგმა ბაია ჯანელიძემ - „როცა რასიზმი ქმნის რასას: როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მუსლიმთა რასიალიზებულ ყოფაზე. ღონისძიების ფარგლებში, სამართლიანობის და მშვიდობის ცენტრის პროფესორმა და Zehr Institute of Restorative Justice-ის თანადირექტორმა, ჯოჰანა ტორნერნმა წაიკითხა მოხსენება, „პოსტ- რასისტული ამერიკის მითი“-ს მსხვრევა: რასის კრიტიკული თეორია და მოძრაობების მშენებლობა რასობრივი თანასწორობისთვის.
  • პლატფორმის შეხვედრის მეორე დღეს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ გურჩიანმა ისაუბრა თემაზე, რასიალიზებული და სეგრეგირებული სამართალი: ჯიმ ქროუს კანონები ამერიკის სამხრეთულ შტატებში და მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის.

სოლიდარობის პლატფორმა აერთიანებს აქტივისტებს თბილისიდან, აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, პანკისიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და მიზნად ისახავს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოღვაწე აქტივისტების ერთმანეთთან დაკავშირებას და საჯარო ცხოვრებაში მათი გავლენების და მონაწილეობის გაძლიერებას.

პლატფორმის ორგანიზება შესაძლებელი გახდა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის მშენებლობის გზით“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახორციელებს.