04აპრ

Cover image

4 აპრილს გაიმართა სტატიებისა და თარგმანების კრებულის პრეზენტაცია. EMC-იმ თარგმანების კრებულების გამოცემა 2014 წლიდან დაიწყო და მთავარი მიზანი კრიტიკული ცოდნის წარმოება და მისი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო. წლევანდელი თარგმანების ახალი კრებულულის მიზანია, მკითხველს გააცნოს ქვიარ და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხებზე არსებული მრავალმხრივი კრიტიკა. კრებული აერთიანებს ზემოაღნიშნულ საკითხებზე მომუშავე თანამედროვე ავტორების მნიშვნელოვან ტექსტებს. რაც შეეხება სტატიების კრებულს, მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეპროდუქციისა და სექსუალობის, ისევე როგორც, მასთან მომიჯნავე საკითხების ხელახალ გააზრებას, წინააღმდეგობისა და ემანსიპაციის ახალი გზების ძიებისთვის. კრებულში წარმოდგენილ სტატიებში საუბარია რეპროდუქციული შრომისა და მასზე დაფუძნებული ჩაგვრის, სექს-სამუშაოსა და პორნოგრაფიის, სექსუალობის ფართო შინაარსისა და სხეულის ავტონომიურობის კონცეფციებზე იმგვარად, რომ ის ინდივიდუალური უფლებების ჩარჩოდან სოციალური სამართლიანობის ფუნდამენტურ საკითხებად აქციოს და ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნულ საკითხებზე აკადემიური ცოდნის დაგროვებასა და გავრცელებას.