02დეკ

Cover image

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)“ 2019 წლის 2 დეკემბერს სისხლის სამართლის ადვოკატების მონაწილეობით გამართა ტრენინგი თემაზე „მოქმედი ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“.

ტრენინგის მიზანს ადვოკატებთან ერთად მოქმედი ნარკოპოლიტიკის გამოწვევების განხილვა, ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და ნარკოპოლიტიკის სფეროში მგრძნობელობის გაზრდა წარმოადგენდა.

ამ მიზნით, ტრენინგის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, ასევე საკითხები ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტების, წამალდამოკიდებულების მკურნალობისა და ზიანის შემცირებისთვის სახელმწიფოს მიდგომების თაობაზე.