Library Cover Image

ხელმძღვანელი: ქეთევან გურჩიანი

ავტორი: მარიამ დარჩიაშვილი

გვერდების რაოდენობა: 177

ნახვა

გადმოწერა

M.Darchiashvili-PhD_1570530398.pdf

საბჭოთა მთავრობის მიერ, 1940-იან წლებში, საქართველოდან ცენტრალურ აზიაში იძულებით გასახლებული მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და ინკლუზიის პროცესი დღემდე გრძელდება. 1977 წელს ცხრა მესხური ოჯახი დასახლდა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში. საქართველოს საბჭოთა მთავრობამ რეპატრიანტებს სახლები აუშენა სოფელს მოწყვეტილ ადგილზე, რომელსაც "კუნძული" დაერქვა. ადგილმდებარეობამ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. რეპატრიაციიდან 40 წლის შემდეგაც, მესხები "კუნძულელებად" რჩებიან: იზოლირებულნი მოსახლეობის უმრავლესობისგან, დომინანტური საზოგადოებისგან განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, აქვთ განსხვავებული რელიგია, განსხვავებული საგანმანათლებლო და ეკონომიკური პრაქტიკები. კვლევის მიზანია, გაარკვიოს - რა მექანიზმებს მიმართავენ მუსლიმი მესხები საკუთარი ოჯახების უზრუნველსაყოფად, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქრისტიანულ, პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში, ისლამი "ისტორიულ უცხოდ" არის აღქმული. კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა ეკონომიკური და კულტურული პრაქტიკების შედეგად დაგროვილმა სოციალურმა, ეკონომიკურმა, კულტურულმა და სიმბოლურმა კაპიტალმა მესხების ცხოვრებაზე. ამას გარდა, კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, ერთი მხრივ, არაფორმალობის, მეორე მხრივ კი, რელიგიურობის გავლენის ანალიზი მესხების სოციალური მობილობის, გენდერული სტერეოტიპების დაძლევის, ასევე "კუნძულიდან" "ხმელეთზე" გადასვლისა და ამ პროცესის დამაბრკოლებელ საკითხებზე. კვლევაში მესხების საცხოვრებელი სივრცე - "კუნძული" გაანალიზებულია ბრუნო ლატურის Actor-Network თეორიის პერსპექტივიდან. ასევე, გამოყენებულია პიერ ბურდიეს "კაპიტალის", "პრაქტიკის", "ველის" და "სიმბოლური ძალაუფლების" კონცეპტები.

ნახვა

გადმოწერა

M.Darchiashvili-PhD_1570530398.pdf