Library Cover Image

ხელმძღვანელი: ლაურა ლეპიკი, კორნელი კაკაჩია

ავტორი: ჯაბა უროტაძე

გვერდების რაოდენობა: 185

ნახვა

გადმოწერა

J.Urotadze_PhD_1581431331.pdf

საპენსიო პოლიტიკა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ეფექტიანი საპენსიო სისტემის დანერგვის გარეშე რთულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და მოქალაქეთა სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე მოსახლეობის დაბერების პროცესის1 გამო განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ამ ქვეყნებში საპენსიო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხი. მსოფლიო ბანკის (2014) ანგარიშიდან გამომდინარე, განვითარებული ქვეყნების უდიდეს ნაწილში ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობის გამო საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც დამატებითი წნეხი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტზე და გადასახადის გადამხდელებზე (რადგან მზარდი ხარჯების დასაფარად შესაძლებელია, რომ გადასახადების გაზრდა გახდეს საჭირო) და გააუარესებს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იმისათვის, რომ მომავალში ამ ქვეყნების საპენსიო სისტემებმა შეძლონ პენსიების არსებული დონის შენარჩუნება, საჭიროა საპენსიო სისტემის რეფორმირების გზების ძიება.

მოსახლეობის დაბერების პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს და საპენსიო ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაბამისად, გაიზრდება წნეხი სახელმწიფო ბიუჯეტზე და საპენსიო უზრუნველყოფის ალტერნატიული წყაროს შექმნის გარეშე, მნიშვნელოვნად გართულდება ხანდაზმული პირის უზრუნველყოფა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი ოდენობის პენსიით მხოლოდ ბიუჯეტის ხარჯზე.

ამჟამად, საქართველოში მოქმედებს გადანაწილებითი საპენსიო სისტემა, რომლის მიხედვით, დღევანდელი დასაქმებული იხდის გადასახადებს დღევანდელი პენსიონერის სოციალური უზრუნველყოფისთვის. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება ასაკით პენსიებზე.

ნახვა

გადმოწერა

J.Urotadze_PhD_1581431331.pdf