EMC-ს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის პროექტების კოორდინატორმა გურამ იმნაძემ 'Human Rights Watch'-ისთვის მომზადებული ანგარიში 'სამაგალითო დასჯა - საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები' წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკის ანალიზს 2006 წლიდან დღემდე.