EMC-ს იურისტი, ლელა გვიშიანი: "სისტემის დაუნახაობა ძალიან კარგად ჩანს. გამოსახლების პროცესში არ ხდება მიზეზების კვლევა, რატომ რჩება უსახლკაროდ ადამიანი... ჩვენი ქვეყნის ისტორიის კარგად გადამეორებაც აჩვენებს იმას, რომ ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება და არასწორია თიოეული ასეთი შემთხვევა განვიხილოთ ინდივიდუალურ წარუმატებლობად... არ არსებობს უსახლკაროს ცნება, ვინ არის უსახლკარო, დღეს სახელმწიფომ არ იცის - ერთადერთი რა პოლიტიკაც გვაქვს, ეს არის თავშესაფრის პოლიტიკა, ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტში ისიც, უბრალოდ ადამიანები ქუჩაში რომ არ დაიღუპნონ... აი, ეს არის მიდგომა პრობლემების ლოკალურად მოგვარების. მათ შორის თავად თავშესაფარიც ყველაზე მოწყვლად ფენას, უარს ეუბნება მიღებაზე..."