„სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი არის ის საკვანძო ელემენტი, რაზეც დგას დღეს გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება. ვერავინ ინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ის არ სარგებლობს იმ მხარდაჭერით გავლენიანი ჯგუფისგან, რაც მას სჭირდება“, - ამბობს „დილის საუბრებში“ EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის იურისტი მარიამ მხატვარი.