წყარო

TV პირველი

სოფო ვერძეული: "ერთია, პოლიციას ჰქონდა თუ არა შეკრების თავისუფლებაში ჩარევის უფლება - ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიციამ ეს უფლება მიიღო, მას შემდეგ რაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მშვიდობიანად აქციის გაგრძელება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციის ქმედებას საერთო ჯამში, ლეგიტიმურად ვაფასებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ 20 ივნისს, მართალია, პოლიციას თავიდან ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ჩარეულიყო შეკრების თავისუფლებაში, მაგრამ ის გასცდა ამ ლეგიტიმურ მიზანს, როცა არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, აქ ჩემი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობა ერთმანეთში არ იქვითება, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, ორივე მხარეს არსებული პასუხისმგებლობები ერთი და იმავე წონისა და სიმძიმის არ არის".