[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

თამთა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და  საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების,  სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს.  როგორც პროგრამის დირექტორი, მისი უშუალო ვალდებულებაა  პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2015-დღემდე: ასოცირებული პროფესორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2009: მრჩეველი - ეროვნული უშიშროების საბჭოში;

2005-2009: მრჩევლი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

თამთა არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც შეკრების და რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება. 

განათლება

2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
სოფო ვერძეული

სოფო ვერძეული

მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი

სოფო EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. სოფო EMC-ის გუნდის წევრი 2013 წლის სექტემბერში გახდა და ამჟამად დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორია. პროგრამის საქმიანობის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა, ამ მიზნით კი სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების სექტორში სისტემური რეფორმების ადვოკატირება. მისი, როგორც პროგრამის დირექტორის საქმიანობა მოიცავს პროგრამის პოლიტიკის, სტრატეგიისა და პოზიციონირების დაგეგმვას და პროგრამის გუნდთან ერთად განხორციელებას. ასევე, პროგრამის საქმიანობის ორგანიზებას, ფინანსური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფას, პროგრამის გუნდის კოორდინირებას და მათ მხარდაჭერას.

პროფესიული გამოცდილება

2013-2015: პროექტების კოორდინატორი - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

2012-2013: პროექტის კოორდინატორიი - „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირება“ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის (GLIP);

2009-2012: ამ პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე (იურისტი, პროექტის კოორდინატორი დასაპარლამენტო მდივნი) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

სოფო არის 10-მდე კვლევის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეფასებას, ნარკოპოლიტიკას, პოლიციის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხება.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).

მეტი
ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

ლინა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან არის EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ამასთან, ის უშუალოდ პასუხისმგებელია სოციალური პოლიტიკის პროგრამის მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე. პროგრამის  მიზანია დასაქმებულების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრისა თუ გარიყულობის ასპექტების გამოვლენა, მათი მიზეზების იდენტიფიცირება და ადამიანის ღირსებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შექმნის და გაძლიერების ხელშეწყობა. ლინა პასუხისმგებელია პროგრამის სტრატეგიულ განვითარებაზე, მისი ხედვისა და დღის წესრიგის შექმნაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის ფინანსური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა, საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2011–2013:საპარლამენტო მდივნის სამსახური-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

2007–2010:იურისტი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ის აგრეთვე, არის 15-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი და ხელმძღვანელი, რომელიც შეეხება შრომით უფლებებს, უფლებას საცხოვრებელზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას, ასევე, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. 

განათლება

2010-2011: დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულება (მაგისტრის ხარისხი)- ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯი (ოჰაიოს შტატი, აშშ);

2004-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. 

მეტი
ელენე ხარაზაშვილი

ელენე ხარაზაშვილი

ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

ელენე 2016 წლიდან EMC-ის გუნდის წევრია. ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია - ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვის  შემუშავება და მისი სათანადო დანერგვა. ორგანიზაციული მართვის  მონაწილეობითი და ეფექტიანი სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა-საკომუნიკაციო სისტემების მართვა, საკადრო პოლიტიკის აღსრულება და ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა. აგრეთვე, მისი საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციის და პოზიციონირების მონიტორინგს.

პროფესიული გამოცდილება

2016-2018: კომუნიკაციების მენეჯერი - EMC;

2014-2016: კომუნიკაციების მენეჯერი - მედია გამოცემა „ლიბერალი;

2011-2013: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი - მედია ჰოლდინგი „დეკომი“ (ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“; ჟურნალი „ლიბერალი“; ჟურნალი „ბიზნესი“);

ის აგრეთვე  საფრანგეთში, სტაჟირების პროგრამების ფარგლებში მუშაობდა 2 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში  კომუნიკაციის მენეჯერის და პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.

განათლება

2013-2014: კომუნიკაციის ადმინისტრირება და მენეჯმენტი (მაგისტრის ხარისხი) - ტულუზის უნივერსიტეტი (Capitole 1);

2009-2010: საჯარო მართვა - მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფრანკოფონული ინსტიტუტი/ლიეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრის ხარისხი; ბულგარეთი/ბელგია);

2005-2009: ფრანგული ენის ფილოლოგია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/პოლ-ვალერი მონპელიე 3 (ბაკალავრის ხარისხი, საქართველო/საფრანგეთი).

 

მეტი
სალომე აჩბა

სალომე აჩბა

კომუნიკაციების მენეჯერი

სალომე EMC-ს გუნდს 2018 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა  ორგანიზაციის  კომუნიკაციის სტრატეგიული ხედვის განვითარება და დანერგვა. საქმიანობა მოიცავს საკომუნიკაციო სისტემების მართვასა და გარე კომუნიკაციას მედიასთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.

პროფესიული გამოცდილება

2017- დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მიწვეული ლექტორი

2015-2018 მედიაპორტალი Mediachecker.ge - მთავარი რედაქტორი

2013-2018 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მედიამონიტორინგის პროექტების მკვლევარი

2010-2013 არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლოს მონიტორინგის პროექტის რეპორტიორი. პორტალ Humanrights.ge-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

განათლება

2014-2016 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევის სამაგისტრო პროგრამა. მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრის ხარისხი მედიის კვლევებში.

2006-2010 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობა. ბაკალავრის ხარისხი.

+995 593 73 75 03

მეტი
დეა ჟღენტი

დეა ჟღენტი

ფინანსური მენეჯერი

დეა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის მაისიდან გახდა. მისი მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ხელმძღვანელობა, მისი დაგეგმვა, აღსრულება და ანალიზი. მისი საქმიანობა  ასევე მოიცავს ორგანიზაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების აღრიცხვას და დონორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ანგარიშგებას. აგრეთვე, ორგანიზაციის ფინანსური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათი მობილიზების პროცესში მონაწილეობას.

პროფესიული გამოცდილება

2008-2015: უფროსი კონსულტანტი - საბუღალტრო აღრიცხვის აუთსორსინგის განყოფილება -  აუდიტორული კომპანია ბიდიო (BDO);

2006-2008: ბუღალტერის ასისტენტი - შპს პოულტრი ჯორჯია.

განათლება

2009-დღემდე: პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ACCA) – F1-F6;

2000-2004:  მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი - სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა (ბაკალავრი) - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
მარიკა შუკაკიძე

მარიკა შუკაკიძე

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

მარიკა EMC-ს გუნდის წევრი 2018 წლის ივლისიდან გახდა. მისი საქმიანობა უკავშირდება ორგანიზაციის ფინანსების აღრიცხვას. მის მოვალეობებში შედის საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება, საბუღალტრო ბაზის სრულყოფა, შესყიდვების ორგანიზება და საბანკო ანგარიშსწორება.

პროფესიული გამოცდილება

2012-2017: სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი - მთავარი ოფიცერი;

2010-2011: სსიპ შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი - ასისტენტი.

განათლება

2009-2011: მაკროეკონომიკა (მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2005-2009: მაკროეკონომიკა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ანანო ცარციძე

ანანო ცარციძე

ადმინისტრაციული მენეჯერი

ანანო EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის იანვრიდან გახდა. მისი მთავარი ამოცანაა უსაფრთხო, მშვიდი და კეთილმოწყობილი სამუშაო გარემოს შექმნა. ანანოს საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის საქმისწარმოების უზრუნველყოფას და ყოველდღიურ გამართულ, ეფექტიან ფუნქციონირებაზე ზრუნვას. მის საქმიანობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია EMC-ის ღონისძიებების, ტრენინგების, სემინარების და საქმიანი გასვლების დაგეგმვას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

პროფესიული გამოცდილება

2015-2016: ქოლ ცენტრის ოპერატორი - ჯეოსელი;

2013-2014: ევროკავშირის მოხალისეობრივი პროგრამა - ესტონეთის აკრობატიკის სკოლა „ომაცირკუს“;

2011-2012: ადმინისტრაციული და ცხელი ხაზის კოორდინატორი - პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო.

განათლება

2015-2017: ტურიზმის მენეჯმენტი (მაგისტრი) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2007-2012: საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“