[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

მარიკა შუკაკიძე

მარიკა შუკაკიძე

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

მარიკა EMC-ს გუნდის წევრი 2018 წლის ივლისიდან გახდა. მისი საქმიანობა უკავშირდება ორგანიზაციის ფინანსების აღრიცხვას. მის მოვალეობებში შედის საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება, საბუღალტრო ბაზის სრულყოფა, შესყიდვების ორგანიზება და საბანკო ანგარიშსწორება.

პროფესიული გამოცდილება

2012-2017: სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი - მთავარი ოფიცერი;

2010-2011: სსიპ შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი - ასისტენტი.

განათლება

2009-2011: მაკროეკონომიკა (მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2005-2009: მაკროეკონომიკა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ანანო ცარციძე

ანანო ცარციძე

ადმინისტრაციული მენეჯერი

ანანო EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის იანვრიდან გახდა. მისი მთავარი ამოცანაა უსაფრთხო, მშვიდი და კეთილმოწყობილი სამუშაო გარემოს შექმნა. ანანოს საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის საქმისწარმოების უზრუნველყოფას და ყოველდღიურ გამართულ, ეფექტიან ფუნქციონირებაზე ზრუნვას. მის საქმიანობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია EMC-ის ღონისძიებების, ტრენინგების, სემინარების და საქმიანი გასვლების დაგეგმვას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

პროფესიული გამოცდილება

2015-2016: ქოლ ცენტრის ოპერატორი - ჯეოსელი;

2013-2014: ევროკავშირის მოხალისეობრივი პროგრამა - ესტონეთის აკრობატიკის სკოლა „ომაცირკუს“;

2011-2012: ადმინისტრაციული და ცხელი ხაზის კოორდინატორი - პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო.

განათლება

2015-2017: ტურიზმის მენეჯმენტი (მაგისტრი) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2007-2012: საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
ნანა გურგენიძე

ნანა გურგენიძე

ფონდების მოძიების სპეციალისტი

ნანა EMC-ის გუნდს 2018 წლის დეკემბრიდან შემოუერთდა. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და შესაბამისი პროგრამებისთვის რესურსების მობილიზების უზრუნველყოფასა და დონორებთან კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულებაზე. მის საქმიანობაში შედის ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებების გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარების მიზნით არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება,  ფონდების მოძიება, პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათ შორის საერთაშორისო ადვოკატირების პროცესებში მონაწილეობა. 

სამუშაო გამოცდილება

03/2018-09/2018: საერთაშორისო ურთიერთობის და პროექტების მართვის სპეციალილტი - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა;

03.2017-06.2018: სტატისტიკური პროგრამა სპსს-ის სპეციალისტი - მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრი (GCPR);

10.2016 – 11.2016: სტაჟირება - დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HR.ge);

08/2015 – 09/2015: სტაჟირება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;

06/2014-08/2014: სტაჟირება - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი (ACT);

02/2014 – 06/2016: ღონისძიების მენეჯერი - იაკობის უნივერსიტეტი, ბრემენი.

განათლება

2013-2016: ინტეგრირებული სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი - იაკობსის უნივერსიტეტი, ბრემენი.

 

მეტი
მარიამ ჯანიაშვილი

მარიამ ჯანიაშვილი

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

მარიამი EMC-ს გუნდის წევრი 2018 წლის მარტიდან გახდა. EMC-ში მისი საქმიანობის ძირითადი სფერო სოციალური უფლებების (კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, შრომისა და სათანადო საცხოვრისის უფლებები) მიმართულებით კვლევის განხორციელებაა. მისი საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების, ეროვნული და უცხო ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს, სოციალური უფლებების საკითხებზე ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, მათ შორის, კვლევებისა და ანგარიშების, მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2016-2018:მრჩეველი/უფროსი სპეციალისტი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

2014-2016:პროექტის იურისტი, მონიტორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი;

2013-2014:სტაჟიორი - ბავშვის უფლებების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

განათლება

2015-დღემდე:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2015:იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაცია (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე

მკვლევარი

გიორგი EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამას 2020 წლის იანვარში შემოუერთდა. სხვა თემებთან ერთად, ის ბუნებრივი რესურსების, გარემოსდაცვით და მწვანე პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მისი საქმიანობა ცდილობს ეკოლოგიური წუხილები ძალაუფლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს ღიად და მკაფიოდ დაუკავშიროს. მისი საქმიანობა ეხება როგორც ინდუსტრიულ და ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე დამოკიდებულ რეგიონებს, როგორიცაა ჭიათურა და ტყიბული, ისე ურბანულ ეკოლოგიურ წუხილებს.

პროფესიული გამოცდილება

2015-2019: კონტრიბუტორი და რედაქტორი სხვადასხვა ინგლისურ და ქართულენოვან გამოცემებში

2018-2019: ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ლექტორის ასისტენტი

2015-2017: მკვლევარი კორნელის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში

განათლება

2017-2019: გარემოს მეცნიერებებისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა - ჩიკაგოს უნივერსიტეტი

2013-2017: გარემოს მეცნიერებები - კორნელის უნივერსიტეტი

მეტი
ლელა გვიშიანი

ლელა გვიშიანი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

ლელა EMC-ში 2014 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოციალური პოლიტიკის პროგრამის სამუშაო თემებზე სტრატეგიული საქმეების მომზადება და წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წინაშე, რაც მიზნად ისახავს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და სოციალური უფლებების სტანდარტების დამკვირდების/განმტკიცების ხელშეწყობას. ლელას საქმიანობაში ასევე შედის, ანალიტიკური დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების მომზადება სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობისა და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მექანიზმების ფუნქციონირების შესახებ.  

პროფესიული გამოცდილება

2013: სტაჟირების პროგრამა - თბილისის სააპელაციო სასამართლო;

2012: იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი და ადვოკატის თანაშემწე- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის.

განათლება

2015-2017: კერძო სამართალი (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

 

მეტი
თამარ გვასალია

თამარ გვასალია

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

თამარი EMC-ში 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი საქმიანობა უკავშირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე კვლევების და ანგარიშების მომზადებას, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების და რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. თამარი ასევე მონაწილეობს რეფორმის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.

პროფესიული გამოცდილება

2015-2017: იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს იურისტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2014-2015: სპეციალური წარმომადგენელი -  საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი;

2012-2014: სპეციალისტი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

განათლება

2016-დღემდე: იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2015: სისხლის სამართალის მაგისტრი - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა;

2007-2011: სამართლის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
მარიამ  გობრონიძე

მარიამ გობრონიძე

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

მარიამი EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს 2019 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა. მისი მთავარი საქმიანობაა სასამართლო სისტემის საქმიანობის შესწავლა, მონიტორინგი და ანალიზი. ამ მიზნით სასამართლო სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერების, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სხვა საკითხებზე კვლევების და ანგარიშების მომზადება, რელევანტური საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების შესწავლა. მარიამი პასუხისმგებელია ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტების კოორდინირებაზე. ის ასევე მონაწილეობს სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.

პროფესიული გამოცდილება

2018-2019: მთავარი სპეციალისტი - იურიდიული სამმართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

2015-2018: მთავარი სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

2014-2015: პრობაციის ოფიცერი/სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო სამსახურის ოფიცერი - სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

განათლება

2017 - დღემდე: იურიდიული ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2018-2019: შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

2013-2015: იურიდიული ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალიზაცია (მაგისტრატურა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“