მერი აღაპიშვილი 2019 წლის ივლისიდან შემოუერთდა EMC-ის გუნდს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ყველა სამუშაო თემაზე სტრატეგიული საქმეების წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წინაშე. კერძოდ, მისი სამუშაო სფეროებია არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ქალებისა და ლგბტი ადამიანების უფლებებთან და სოციალურ და პოლიტიკურ გარიყულობასთან დაკავშირებული საკითხები. მერი მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების იდენტიფიცირებაში, დავების მომზადებაში, ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში. ასევე, მონაწილეობს, სხვადასხვა რეგიონში, ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საველე იურიდიულ კლინიკებში.
პროფესიული გამოცდილება
2016-2019: ანალიტიკოსი (იურისტი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "ჩემი ადვოკატი",
2014-2016: ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს იურისტი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”
2013-2014: მრჩეველი/აღმასრულებელი, აღსრულების ეროვნული ბიურო, 2012 ინციდენტების ცენტრის იურისტი, ISFED
2009-2012: იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
2009: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, იგივე სამინისტრო,
2007-2009: მინისტრის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
2007: სტაჟიორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
განათლება
2018: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
2011: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;
2008-2010: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; ნიცა-სოფია-ანტიპოლი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2003-2007: იურიდიული, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.