[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

ელენე ხარაზაშვილი

ელენე ხარაზაშვილი

ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

ელენე 2016 წლიდან EMC-ის გუნდის წევრია. ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია - ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული ხედვის  შემუშავება და მისი სათანადო დანერგვა. ორგანიზაციული მართვის  მონაწილეობითი და ეფექტიანი სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა-საკომუნიკაციო სისტემების მართვა, საკადრო პოლიტიკის აღსრულება და ორგანიზაციის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა. აგრეთვე, მისი საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის გარე კომუნიკაციის და პოზიციონირების მონიტორინგს.

პროფესიული გამოცდილება

2016-2018: კომუნიკაციების მენეჯერი - EMC;

2014-2016: კომუნიკაციების მენეჯერი - მედია გამოცემა „ლიბერალი;

2011-2013: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი - მედია ჰოლდინგი „დეკომი“ (ჟურნალი „ცხელი შოკოლადი“; ჟურნალი „ლიბერალი“; ჟურნალი „ბიზნესი“);

ის აგრეთვე  საფრანგეთში, სტაჟირების პროგრამების ფარგლებში მუშაობდა 2 სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში  კომუნიკაციის მენეჯერის და პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.

განათლება

2013-2014: კომუნიკაციის ადმინისტრირება და მენეჯმენტი (მაგისტრის ხარისხი) - ტულუზის უნივერსიტეტი (Capitole 1);

2009-2010: საჯარო მართვა - მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფრანკოფონული ინსტიტუტი/ლიეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრის ხარისხი; ბულგარეთი/ბელგია);

2005-2009: ფრანგული ენის ფილოლოგია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/პოლ-ვალერი მონპელიე 3 (ბაკალავრის ხარისხი, საქართველო/საფრანგეთი).

 

მეტი
სალომე აჩბა

სალომე აჩბა

კომუნიკაციების მენეჯერი

სალომე EMC-ს გუნდს 2018 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა  ორგანიზაციის  კომუნიკაციის სტრატეგიული ხედვის განვითარება და დანერგვა. საქმიანობა მოიცავს საკომუნიკაციო სისტემების მართვასა და გარე კომუნიკაციას მედიასთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.

პროფესიული გამოცდილება

2017- დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მიწვეული ლექტორი

2015-2018 მედიაპორტალი Mediachecker.ge - რედაქტორი

2013-2018 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მედიამონიტორინგის პროექტების მკვლევარი

2010-2013 არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლოს მონიტორინგის პროექტის რეპორტიორი. პორტალ Humanrights.ge-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

განათლება

2014-2016 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევის სამაგისტრო პროგრამა. მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრის ხარისხი მედიის კვლევებში.

2006-2010 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობა. ბაკალავრის ხარისხი.

+995 593 73 75 03

მეტი
დეა ჟღენტი

დეა ჟღენტი

ფინანსური მენეჯერი

დეა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის მაისიდან გახდა. მისი მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ხელმძღვანელობა, მისი დაგეგმვა, აღსრულება და ანალიზი. მისი საქმიანობა  ასევე მოიცავს ორგანიზაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების აღრიცხვას და დონორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოსთან ანგარიშგებას. აგრეთვე, ორგანიზაციის ფინანსური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათი მობილიზების პროცესში მონაწილეობას.

პროფესიული გამოცდილება

2008-2015: უფროსი კონსულტანტი - საბუღალტრო აღრიცხვის აუთსორსინგის განყოფილება -  აუდიტორული კომპანია ბიდიო (BDO);

2006-2008: ბუღალტერის ასისტენტი - შპს პოულტრი ჯორჯია.

განათლება

2009-დღემდე: პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (ACCA) – F1-F6;

2000-2004:  მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი - სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა (ბაკალავრი) - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
მარიკა შუკაკიძე

მარიკა შუკაკიძე

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

მარიკა EMC-ს გუნდის წევრი 2018 წლის ივლისიდან გახდა. მისი საქმიანობა უკავშირდება ორგანიზაციის ფინანსების აღრიცხვას. მის მოვალეობებში შედის საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება, საბუღალტრო ბაზის სრულყოფა, შესყიდვების ორგანიზება და საბანკო ანგარიშსწორება.

პროფესიული გამოცდილება

2012-2017: სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი - მთავარი ოფიცერი;

2010-2011: სსიპ შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტი - ასისტენტი.

განათლება

2009-2011: მაკროეკონომიკა (მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2005-2009: მაკროეკონომიკა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
ანანო ცარციძე

ანანო ცარციძე

ადმინისტრაციული მენეჯერი

ანანო EMC-ის გუნდის წევრი 2016 წლის იანვრიდან გახდა. მისი მთავარი ამოცანაა უსაფრთხო, მშვიდი და კეთილმოწყობილი სამუშაო გარემოს შექმნა. ანანოს საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციის საქმისწარმოების უზრუნველყოფას და ყოველდღიურ გამართულ, ეფექტიან ფუნქციონირებაზე ზრუნვას. მის საქმიანობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია EMC-ის ღონისძიებების, ტრენინგების, სემინარების და საქმიანი გასვლების დაგეგმვას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.  

პროფესიული გამოცდილება

2015-2016: ქოლ ცენტრის ოპერატორი - ჯეოსელი;

2013-2014: ევროკავშირის მოხალისეობრივი პროგრამა - ესტონეთის აკრობატიკის სკოლა „ომაცირკუს“;

2011-2012: ადმინისტრაციული და ცხელი ხაზის კოორდინატორი - პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო.

განათლება

2015-2017: ტურიზმის მენეჯმენტი (მაგისტრი) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2007-2012: საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
სალომე კანდელაკი

სალომე კანდელაკი

ფონდების მოძიების მენეჯერი

სალომე EMC-ის გუნდს 2017 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა. ის პასუხისმგებელია ორგანიზაციისა და შესაბამისი პროგრამებისთვის რესურსების მობილიზების უზრუნველყოფასა და დონორებთან კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულებაზე. მის საქმიანობაში შედის ორგანიზაციის სამუშაო მიმართულებების გაძლიერებისა და ორგანიზაციული განვითარების მიზნით არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება,  ფონდების მოძიება,  პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათ შორის საერთაშორისო ადვოკატირების პროცესებში მონაწილეობა. 

სამუშაო გამოცდილება

04/2016-08/2016: წამყვანი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი - ქალაქ თბილისის საკრებულოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტი;

2014-2015: გუნდის ასისტენტი - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC).

06/2015-08/2015: სტაჟიორი - უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI), ფლენსბურგი;

2012-2013: საზოგადოებასთან ურთოერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონდენის მოძიების დეპარტამენტის წევრი- ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, საქართველო (EYP Georgia);

06/2014-08/2014: სტაჟიორი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;

2012-2013: პროფესორ კორნელი კაკაჩიას ასისტენტი მოდულზე „მსოფლიო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

განათლება

2016-2017: პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), ბუდაპეშტი;

2013-2016: საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი - გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის, შპაიერისა და თბილისის - სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა;

2008-2012: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“