[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

თამთა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და  საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების,  სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს.  როგორც პროგრამის დირექტორი, მისი უშუალო ვალდებულებაა  პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2015-დღემდე: ასოცირებული პროფესორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2009: მრჩეველი - ეროვნული უშიშროების საბჭოში;

2005-2009: მრჩევლი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

თამთა არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც შეკრების და რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება. 

განათლება

2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
მარიამ გაბრიელაშვილი

მარიამ გაბრიელაშვილი

იურისტი/მკვლევარი

მარიამი 2018 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის გუნდს.  მარიამი ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე იურისტ-მკვლევარია და   ამ რეგიონში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის დოკუმენტირების, მათთვის სამართლებრივი მხარდაჭერის და ადვოკატირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა რელევანტური უწყებების პოლიტიკის მონიტორინგის პროცესშია ჩართული.  მარიამი აქტიურად მუშაობს ველზე ადგილობრივ თემთან მათი უფლებების, საჭიროებების და წუხილების იდენტიფიცირებისა და საველე იურიდიული კლინიკების მეშვეობით მათი მხარდაჭერისთვის.  ამასთან, ის ამზადებს ანალიტიკურ დოკუმენტებს ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხებზე.  

პროფესიული გამოცდილება

2017-2019: სამედიცინო ამბულატორიული ქსელის „შპს მედისონ ჰოლდინგი“-ს - იურისტი;

2015-2018:  კომერციული ტიპის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების „Georgian Herbs” - იურისტი;

2013-2014: სტაჟირების პროგრამა - ჩემი ადვოკატი;

განათლება

2014-2016: სისხლის სამართალის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

20010-2014: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
კოტე ჩაჩიბაია

კოტე ჩაჩიბაია

იურისტი/მკვლევარი

კონსტანტინე თანასწორობის პოლიტიკის გუნდს 2019 წლის მაისიდან შეუერთდა. მისი საქმიანობის სფერო რელიგიის თავისუფლების და არადომინანტი რელიგიური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობისა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. კონსტანტინე აჭარის რეგიონში ადგილზე მომუშავე იურისტ-მკვლევარია და   აჭარაში და სხვა რეგიონებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის დოკუმენტირების, მათთვის სამართლებრივი მხარდაჭერის და ადვოკატირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა რელევანტური უწყებების პოლიტიკის მონიტორინგის პროცესშია ჩართული. ასევე,  მუშაობს ველზე ადგილობრივ თემთან მათი უფლებების, საჭიროებების და წუხილების იდენტიფიცირებისა და საველე იურიდიული კლინიკების მეშვეობით მათი მხარდაჭერისთვის.   ამასთან, ის ამზადებს კვლევით და ანალიტიკურ დოკუმენტებს რელიგიის თავისუფლებასთან და სხვა მომიჯნავე საკითხებთან დაკავშირებით.

პროფესიული გამოცდილება

2018-2019:  უფროსი იურისტი - ა(ა)იპ კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

2018: იურისტი  - შპს ავერსის კლინიკა;

2016-2017: წამყვანი სპეციალისტი - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური;

2016:  იურისტი - შპს საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფი;

2015: სტაჟიორი - საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია;

განათლება

2014-2016: საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2010-2014: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) -თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.   

მეტი
ლიკა ჯალაღანია

ლიკა ჯალაღანია

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

ლიკა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის ივნისიდან გახდა. ის თანასწორობის პროგრამის ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია. მისი საქმიანობის ჩამონათვალშია: ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ადვოკატირების განხორციელება; საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობის ცვლილების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და ლგბტქი ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; საერთაშორისო ადვოკატირების განხორციელება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის მეშვეობით.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ადვოკატირების კოორდინატორი და მკვლევარი - USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში „გენდერული დისრკიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში“;

2013 – 2015: იურისტ-მკვლევარი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხებზე - არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ლიკა ასევე, ლგბტქი საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
თეონა ფირანიშვილი

თეონა ფირანიშვილი

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

თეონა EMC-ის გუნდს 2018 წლის აგვისტოდან შეუერთდა. ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში მუშაობს და მისი საქმიანობის სფერო არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობისა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. თეონა პასუხისმგებელია აღნიშნული სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგსა და ადვოკატირებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, კვლევების,/პოლიტიკის დოკუმენტების/რეკომენდაციების პაკეტის მომზადებაზე, შესაბამის თემთან სისტემური კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მიმდინარე პროექტების კოორდინირებაზე. 

პროფესიული გამოცდილება

2018:  უფროსი კონსულტანტი - დონორთა კოორდინაციის და კომუნიკაციის სამმართველო,  საქართველოს უზენაესი სასამართლო;

2013-2018: უფროსი სამართლებრივი მრჩეველი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

2012-2013: სტაჟიორი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

განათლება

2016-2017: საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა -  ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ჰოლანდია;

2013-2015: საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

 

 

მეტი
ქეთი ჩუთლაშვილი

ქეთი ჩუთლაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

ქეთი EMC-ის გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. ის ძირითადად არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით  უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადებას, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.

პროფესიული გამოცდილება

2014-2016: სპეციალისტი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

აგრეთვე, სტაჟირების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა.

განათლება

2013-2017: იურიდიული ფაკულტეტი (სისხლის სამართლის მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
თამარი სამხარაძე

თამარი სამხარაძე

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

თამარი EMC-ის გუნდის წევრი 2018 წლის სექტემბრიდან გახდა. EMC-ში მის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სტრატეგიული საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ასევე, სხვა რელევანტური საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების წინაშე. ორგანიზაციაში თამარის საქმიანობა ასევე მოიცავს კველვითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2015-2017: მთავარი სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

2014: უფროსი სპეციალისტი - სატყეო პოლიტიკის სამსახური - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2013: სტაჟიორი - სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 

განათლება                                    

2017-2018: შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

2013-2016: კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2015: იურიდიული ფაკულტეტი - ტურკუს უნივერსიტეტი, ობოს აკადემია;

2012-2013: იურიდიული ფაკულტეტი - ვილნიუსის უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
მერი აღაპიშვილი

მერი აღაპიშვილი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

მერი აღაპიშვილი 2019 წლის ივლისიდან შემოუერთდა EMC-ის გუნდს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის ყველა სამუშაო თემაზე სტრატეგიული საქმეების წარმოება ადმინისტრაციული ორგანოების, საერთო სასამართლოებისა და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის წინაშე. კერძოდ, მისი სამუშაო სფეროებია არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ქალებისა და ლგბტი ადამიანების უფლებებთან და სოციალურ და პოლიტიკურ გარიყულობასთან დაკავშირებული საკითხები. მერი მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების იდენტიფიცირებაში, დავების მომზადებაში, ბენეფიციარებთან კომუნიკაციაში.  ასევე, მონაწილეობს, სხვადასხვა რეგიონში, ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საველე იურიდიულ კლინიკებში.

პროფესიული გამოცდილება

2016-2019: ანალიტიკოსი (იურისტი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "ჩემი ადვოკატი",

2014-2016: ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს იურისტი, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი”

2013-2014: მრჩეველი/აღმასრულებელი, აღსრულების ეროვნული ბიურო, 2012 ინციდენტების ცენტრის იურისტი, ISFED

2009-2012: იურიდიული და სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო

2009: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, იგივე სამინისტრო,

2007-2009: მინისტრის მოადგილის თანაშემწე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,

2007: სტაჟიორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

განათლება

2018: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

2011: ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;

2008-2010: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; ნიცა-სოფია-ანტიპოლი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2003-2007: იურიდიული, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“